ქორწილი ბუნებაში ✥ ბანკეტი ბუნებაში ✥ ფურშეტი ✥ პიკნიკი

ქორწილი ბუნებაში . თუ გადაწყვიტეთ დღესასწაულის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • შეუთანხმდით ქეითერინგულ კომპანიას, რომელიც პროფესიონალურ დონეზე შეასრულებს სამუშაოს, განსაზღვრავს ყველა წვრილმანს: დეკორიდან ერთჯერად ჭურჭლამდექორწილი ბუნებაში
  • ამინდის ცვლილებამ შეიძლება გააფუჭოს ღონისძიება, ამიტომ წინასწარ მოამზადეთ დეტალები, მაგ: წვიმისგან და მცხუნვარე მზისგან დამცავი ტენტი; თბილი პლედები სტუმრებისთვის ან გამათბობლები კარვებისთვის; ვენტილატორები სიცხის შემთხვევისთვის
  • დაფინეთ სპეციალური იატაკის საფენები, რათა სტუმრებმა მოხერხებულად შეძლონ გადაადგილება, განსაკუთრებით ქალბატონებმა ქუსლიანი ფეხსაცმელებით
  • არ დაგავიწყდეთ რეპელენტები, რათა მწერებმა არ შეაწუხონ სტუმრები
  • შეარჩიეთ შესაბამისი ტანსაცმელი. მდიდრული სამეჯლისო კაბა – არ არის საუკეთესო ვარიანტი. საშუალო კოქტეილის ჩაცმულობა კი შესანიშნავი არჩევანია!

 

 

ქორწილი ბუნებაში აღნიშვნა არასტანდარტულია, ამიტომ მისი ორგანიზება შეიძლება 3 ვარიანტის მიხედვით:

  1. ქორწილი ბუნებაში კლასიკური ბანკეტის ფორმით – სტუმრები სხედან მაგიდებთან და ართობთ სხვადასხვა არტისტები
  2. ფურშეტი – სტუმრები თავისუფლად გადაადგილდებიან სივრცეში და მიირთმევენ მაგიდიდან აღებულ კერძებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ლაუნჯ-ზონის მოწყობა, წინააღმდეგ ქორწილი ბუნებაში პიკნიკის სტილშიშემთხვევაში ისინი დაიღლებიან მუდმივად სიარულით
  3. პიკნიკის სტილის ქორწილი – ახალდაქორწინებულები და სტუმრები ჩამოსხდებიან პლედებზე ან სპეციალურ საჯდომებზე, ურთიერთობენ და მიირთმევენ კერძებს დაწნული კალათებიდან

ბუნებაში ქორწილის აღსანიშნად არსებობს ორი ტიპის ადგილი:

  • „ველური“ ლოკაცია – ტყე, მინდორი, მდინარის ნაპირი და სხვა. შეეფერება მცირე რაოდენობის სტუმრების კამერულ ღონისძიებებს, მაგ: საქორწინო პიკნიკს
  • აგარაკების და კოტეჟების ახლოს ხელოვნურად შექმნილი მდელოები – შესანიშნავი ვარიანტია, რადგან მაგ: კოტეჯში შეძლებთ მოათავსოთ ქეითერინგული კომპანიის წარმომადგენლები

გასართობი სტუმრებისთვის

გარდა სტანდარტული ნაკრებისა „წამყვანი+ცოცხალი მუსიკა + არტისტები“, მოიფიქრეთ საინტერესო გასართობებიც. კარგი ვარიანტია გასართობი ზონის მოწყობა. საინტერესო იქნება ფოტოზონაც საშუალო ზომის სტენდის ან ლამაზი ავეჯის სახით.

ქორწილის დასასრულს კი აუცილებლად დააგვირგვინეთ ფეიერვერკით!

ქორწილი ბუნებაში. გასართობი სტუმრებისათვის

იხილეთ აგრეთვე :

  1. საიტი „ქორწილი“
  2. Web-ჟურნალი “კვება“
  3. ფურშეტი
  4. ინდექს-პოსტი „ქორწილი“
  5. საქორწინო ფურშეტი
  6. ფურშეტი ხელის მოწერის დროს
  7. ფურშეტი ნიშნობისათვის
  8. ვერცხლის და ოქროს ქორწილები