საქორწინო თაიგული -ს , პატარძლის თაიგული -ს შერჩევა და შეკვეთა

საქორწინო თაიგული  – ვის  შევუკვეთოთ ?

საქორწინო თაიგული არაერთ სერვისს შეუძლია შემოგთავაზოთ. ამ გვერდზე შევეცდებით მოგაწოდოთ მათგან საუკეთესოთა კოორდინატები.

საქორწინო თაიგული ქორწილის მნიშვნელოვანი ატრიბუტია. 

საქორწინო თაიგულის შერჩევის წესები

  1. ყურადღება მიაქციეთ ჰარმონიულობას. მაგალითად: თეთრ, სინაზის გამომხატველ კაბასთან არ არის რეკომენდებული ჭრელი, მკვეთრი ბუკეტის დაჭერა. ასეთი ანტურაჟი შეუსაბამო
    პატარძლის თაიგული

    საქორწინო თაიგული

    იქნება საერთო სახესთან და გაფანტავს სტუმრების ყურადღებას. მსგავს სიტუაციაში შეიძლება დაგეხმაროთ
    მკვეთრი მაკიაჟი, თუმცა სტილისტმა უნდა დაიცვას განსაზღვრული ტონი

  2. მათ, ვინც აირჩია თეთრი-რძისფერი კაბა, სპეციალისტები ურჩევენ ვარდისფერ და კრემისფერ მცენარეებს
  3. სასურველია თავი აარიდოთ დიდ და მძიმე ბუკეტებს. ერთი მხრივ იმიტომ, რომ პატარძალს მოუწევს მისი ტარება ნახევარი დღის განმავლობაში და ასევე ფოტოებში სავარაუდოდ არ გამოჩნდება დახვეწილად
  4. მათთვის, ვინც აპირებს მთელ დღეს სიარულს, ბუკეტის სიახლის შესანარჩუნებლად კარგი იქნება მისი სპეციალური კაფსულით ტარება
  5. მათთვის, ვისაც უყვარს იდეალური შესაბამისობა შესანიშნავი იქნება ბუკეტის ანალოგიური ბუტონერი სიძის ლაცკანზე, პიჯაკის ჯიბეში ან საღილეში
  6. ხშირად პატარძლები იყენებენ ყვავილებს ვარცხნილობის აქსესუარებად. ამ შემთხვევაში სასურველია ბუკეტში შემავალი მცენარის შერჩევა. გარდა ამისა, მისი განსაკუთრებულობა უნდა მდგომარეობდეს დიდი ხნით წყლით გარეშე გაძლებაში. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ხელოვნურ ყვავილებზე
  7. აუცილებლად მოაშორეთ ღეროს ეკლები
  8. ფლორისტები არ გვირჩევენ ინტენსიური სუნის მქონე ყვავილების ბუკეტის გაკეთებას, რათა თავიდან ავიცილოთ ალერგია და თავის ტკივილი
  9. ყვავილების ძირითადი შეფერილობის შერჩევისას სასურველია უპირატესობა მიანიჭოთ თეთრს და გაურიოთ მწვანე ფოთლები
  10. ყვავილების შერჩევის თანამედროვე წესები იძლევა ბუკეტში სხვადასხვა ფერების გამოყენების საშუალებას: გრაციოზული ვარდი, ფრეზია, მოხდენილი ტიტები, მკვეთრი იები, ზიზილები და მრავალი სხვა. სპეციალისტები გვირჩევენ არ გამოვიყენოთ მიხაკები, კალა ან გლადიოლუსი.

ყვავილების ფერის სიმბოლური მნიშვნელობა

ტრადიციის თანახმად, ყვავილებს აქვთ სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, ეს დატვირთვები სხვადასხვა ხალხში განსხვავდება ერთმანეთისაგან და საუკუნეების მანძილზე იცვლება  კიდეც.

თეთრი ყვავილი ნიშნავს უბიწობას
ყვითელი – ფარულ ვნებას ან განშორებას
ვარდისფერი – სუფთა სიყვარულს
წითელი – ვნებიან გრძნობას
ლურჯი – ერთგულებას
იისფერი – სიმშვიდეს და ნდობას

პატარძლის ყვავილები გათხოვების თილისმად ითვლება

მოგეხსენებათ, პატარძალი ისვრის თაიგულს, რაც გათხოვების სიმბოლოდ ითვლება. სხვათა შორის, დღეს ზოგიერთ ქვეყანაში პატარძალი თაიგულს შლის და სათითაო ყვავილებს ისვრის, რათა არავინ დატოვოს გულდაწყვეტილი.

იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი” , საიტის “ქორწილი” სათაო გვერდი

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...