საქორწინო კაბა . შერჩევა და შეძენა

საქორწინო კაბა  როგორ შევარჩიოთ  ? !

საქორწინო კაბა რთული შესარჩევია. იმისათვის, რომ არ ჩაეფლოთ უზარმაზარ არჩევანში და შეავიწროვოთ ძებნის წრე, დასაწყისისთვის განსაზღვრეთ სხეულის ფორმა

  1. „A“ ან „მსხლის“ ტიპის ფიგურა – მრგვალი თეძოები, მხრების გარშემოწერილობაზე შედარებით დიდი და საკმაოდ ვიწრო წელი
  2. V“ ან „გადმობრუნებული სამკუთხედის“ ტიპის ფიგურა – პატარა მკერდი, კრაზანისებური წელი, საშულო ზომის თეძოები, გრძელი ფეხები და ფართო, სხეულისადმი არაპროპორციული მხრებისხეულის ფორმები
  3. „X“ ან „ქვიშის საათის“ ტიპის ფიგურა – ითვლება იდეალურად, ქალის სხეულის ყველა პროპორცია დაცულია – თეძოებისა და მხრების გარშემოწერილობა ტოლია, ამასთანავე მკვეთრადაა გამოხატული წელი
  4. O“ ან „ვაშლის“ ტიპის ფიგურა – მოიცავს გრძელ ფეხებს, გამხდარ თეძოებს და წელის სრულიად არ არის გამოკვეთილი
  5. H“ ან „მართკუთხედისებური“ ტიპის ფიგურა – ხასიათდება პრაქტიკულად თანაბარი გარშემოწერილობის მხრებით, წელითა და თეძოებით.

 

არსებობს საქორწინო კაბის 6 სილუეტი:

სამეჯლისო საქორწინო კაბაამეჯლისო საქორწინო კაბა ანუ პრინცესას სილუეტი – შედგება მჭიდრო ზედა ნაწილისგან და კაბისგან, რომელიც იწყება უშუალოდ წელიდან. მისი ფორმა ნარჩუნდება შიდა კაბისა და კრინოლინის წყალობით.

ასეთი კაბა მოუხდება საშუალო სიმაღლის და მაღალ გოგონებს. იდეალურად გამოკვეთავს მკერდსა და წელს, ასევე დაფარავს „მსხლისებური“ ფიგურის მქონეს გოგოების სავსე თეძოებს. „მართკუთხედისებური“ ფიგურის მქონე პატარძლებს კი ვიზუალურად შემატებს თეძოების მოცულობას. „გადმობრუნებული სამკუთხედის“ ფიგურის მქონეებს გახდის უფრო პროპორციულებს. იდეალური იქნება „ქვიშის საათის“ ფიგურის მქონეებისთვის.

 

 

 

 

A-სილუეტური საქორწინო კაბა ანუ A-ხაზი სახელწოდება მიიღეს კაბის A ასოსებური ფორმის გამო. შედგება შემოსარტყლული ზედა ნაწილისგან და ქვემოთ ფართოდ გაშლილი A-სილუეტური საქორწინო კაბა კაბისგან. იცვამენ შიდა კაბასთან და/ან კრინოლინთან ერთად. უხდება ნებისმიერი ფიგურის მქონე გოგონებს. საშუალო სიმაღლის პატარძალი გამოჩნდება მაღალი, სრული კი გამხდარი. ფარავს სავსე თეძოებს შიდა კაბის ან მჭიდრო ქსოვილის ხარჯზე, რომელიც არ ეკვრის სხეულს.

 

 

 

სწორი, ჩამოშვებული საქორწინო კაბასწორი საქორწინო კაბა შემოერტყმება თეძოებს და შემდეგ ვარდება ქვემოთ სწორად. იცმევენ შიდა კაბისა და კრინოლინის გარეშე.

უხდება მხოლოდ „ქვიშისებური საათის“ ფიგურის მქონეებს. არ აქვს მნიშვნელობა წონას და რა ზომას იცვამთ, მთავარია ფიგურა იყოს პროპორციული. კაბა გამოკვეთავს სამ ხაზს – მკერდი, წელი და თეძოები.

 

 

 

 

 

 

ბერძნული საქორწინო კაბა ბერძნული საქორწინო კაბა ანუ ამპირი – გამოირჩევა მაღლა აწეული წელით, რის ხარჯზეც იდეალურია ორსული გოგონებისთვის, რადგან აქცენტი კეთდება მკერდზე და არა წელზე. ყველაზე ხშირად ამპირი მზადდება ჰაეროვანი შიფონისგან, რაც მას ანიჭებს უჩვეულო სიმსუბუქეს. იცვამენ შიდა კაბების გარეშე. უხდება „ვაშლისებური“ ფიგურის მქონეებს, რადგან ფარავს წელს და ხაზს უსვამს მკერდს.

 

 

 

ქალთევზასაქორწინო კაბა ქალთევზა – ეკვრის სხეულს მუხლებამდე და მკვეთრად ვარდება ძირს მარაოსებურად. თუ კაბა არ არის შეკერილი კრინოლინში, მათთვის განკუთვნილია სპეციალური შიდა კაბები. უხდება მხოლოდ სწორი, პროპორციული ფიგურის მქონე გოგოებს, რომელთაც სურთ ხაზი გაუსვან სხეულის უპირატესობებს.

 

 

მოკლე საქორწინო კაბა მოკლე საქორწინო კაბა – შედგება მჭიდრო ზედა ნაწილისგან კაბისგან, რომელიც არის მუხლის ზემოთ ან ოდნავ დაბლა. იდეალური ვარიანტია გოგონებისთვის, ვისაც სურს სწორი ფეხებით იამაყოს. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება მოკლე კაბები შლეიფით.

იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი” , საიტის “ქორწილი” სათაო გვერდი

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...