საქორწინო სპა ❤ სპა ქორწილისათვის ❤ ქორწილის სამზადისი

საქორწინო სპა ქორწილის სამზადისის აუცილებელი კომპონენტია.

სახის გაწმენდა

სახის გამწმენდი პროცედურები ხელს უწყობს კანის ბალანსის შენარჩუნებას და ანიჭებს მას ბუნებრივ ელვარებას, რომლის შეცვლა კოსმეტიკით შეუძლებელია. ასეთი პროცედურა არაჩვეულებრივი არჩევანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქორწილი დაგეგმილია ზაფხულში, როდესაც კანი ხდება უფრო ცხიმიანი, ფორები კი ძლიერად ივსება.

სპა-სალონებში შემოგთავაზებენ რამოდენიმე პროცედურას:საზის გაწმენდა ქორწილის წინ.

  • სახის გაწმენდა – პროცედურა მათთვის, ვისაც უჭირს არჩევანის გაკეთება. მასში შედის: პილინგი, ნიღაბი, შრატით დატენიანება და კრემის წასმა
  • სახის ულტრაბგერითი წმენდა – პროცედურა პატარძლებისთვის, რომელთაც სურთ სცადონ სახის კარდინალური წმენდა. ამ დროს ხდება კანის ღრმა წმენდა ჭუჭყისგან, გარქოვანებული უჯრედებისგან, კანის ცხიმისა და ოფლისგან
  • დამატენიანებელი პროცედურა – სახეს ანიჭებს დამატებით ბრწყინვალებას. ამ პროცედურის დროს ხდება კანის ღრმა დატენიანება, სწორდება წვრილი ნაოჭები.

ვაქსაცია

ამ დღეს თავს უნდა გრძნობდე მაქსიმალურად კომფორტულად. ვაქსინგი – არის საუკეთესო, გახანგრძლივებული არჩევანი.

ვაქსაცია წინა საქორწინო სპა

 

 

 

 

პილინგი

იმისათვის, რომ ვაქსინგის შედეგი იყოს მაქსიმალურად გლუვი და ხანგრძლივი, გირჩევთ პილინგის პროცედურის დაგეგმვასაც. გარდა ამისა, თუ თაფლობის თვის გატარება დაგეგმილი გაქვთ რომელიმე თბილ ქვეყანაში, პილინგის წყალობით გექნებათ თანაბარი რუჯი და დიდხანს შენარჩუნდება.

  • სპა-პილინგი შეფუთვით + ტერფების მასაჟი გამათბობელი ან გამაგრილებელი ეფექტით – იდეალური პროცედურაა ზაფხულისთვის. ფეხების მასაჟი შესანიშნავია ცხელ დროს და დაგეხმარებათ შეშუპების მოხსნაში, თავს იგრძნობთ უკეთესად
  • სპა-პილინგი + ზურგის მასაჟი ცხელი სანთლით – მოეწონება მათ, ვისაც სურს არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურებოდეს, არამედ ცოტათი მოდუნდეს კიდეც.

პილინგი

მომადუნებელი მასაჟები და რიტუალები

საქორწინო სპა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეთიკური პროცედურების თვალსაზრისით . პატარძალს სჭირდება ხარისხიანი და მაქსიმალურად მომადუნებელი დასვენება.

  • კისრის არის მასაჟი – ეს ზონა ყველაზე მეტად იძაბება იმ სტრესის გამო, რომელსაც განიცდის თითოეული პატარძალი. მასაჟი დაგეხმარებათ დაღლილობის და დაძაბულობის მოხსნაში, მთლიანობაში გაგიუმჯობესებთ განწყობას
  • ანტისტრესული მასაჟი

 მასაჟები . წინა საქორწინო სპა

სხვადასხვა აქცენტები სილამაზისთვის

  • თმის მოწესრიგება
  • მაკიაჟი
  • მანიკური

ქორწილის წინა სპა -ს სხვადასხვა აქცენტები

იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი” , საიტის “ქორწილი” სათაო გვერდი

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...