საქორწინო ბეჭედი ❤ როგორ ავირჩიოთ და შევიძინოთ

საქორწინო ბეჭედი მთელი ცხოვრება უნდა ატაროთ და ამიტომ ,სწორად , დიდი დაფიქრებით უნდა აირჩიოთ.

  1. დასაწყისისთვის გადაწყვიტეთ რომელი მეტალის საქორწინო ბეჭედი გსურთ: ყვითელი, წითელი თუ თეთრი ოქრო, ვერცხლი, პლატინა თუ სხვა შენადნობი? დაფიქრდით, გინდათ თუ არა ბეჭედზე იყოს ქვა? როგორი სიგანის იყოს: წვრილი და ნაზი თუ უფრო მასიური?
  2. თუ გინდათ კლასიკური ოქროს ბეჭედი, მოიფიქრეთ სასურველი ფორმა და სისქე. მოიზომეთ ბეჭედი რამდენიმეჯერ, როგორ გამოიყურება ხელზე და გიხდებათ თუ არა
  3. თუ გსურთ ბეჭედი ქვით, გაარკვიეთ რომელი ქვა არის თქვენი შესაბამისი, რომელი მოგწონთ სტრუქტურისა და ფერის მიხედვით. იყავით ფრთხილად, ძალიან დიდი ზომის ქვა საქორწინო ბეჭდებიშეიძლება წამოედოს ტანსაცმელს და ამიტომ ყიდვის დროს დაფიქრდით იქნება თუ არა ასეთი ბეჭედი მოსახერხებელი ყოველდღიურად
  4. რა თქმა უნდა ძალიან კარგია, თუ ორივეს გემოვნება ემთხვევა, მაგრამ თუ ვერ იპოვეთ ერთნაირი ბეჭდები, საიუველირო მაღაზიამ შეიძლება შემოგთავაზოთ მსგავსი დიზაიანის ან მასალის ბეჭდები. ასეთ შემთხვევაში, კაცს შეუძლია აარჩიოს უფრო მკაცრი ვარიანტი, ქალმა კი მისი სტილის შესაბამისი
  5. ბეჭედი უნდა იყოს კომფორტული სატარებელი, ამიტომ თავი აარიდეთ რთულ ფორმებს. ის არ უნდა ედებოდეს ტანსაცმელს, თითზე მყარად ერგებოდეს და ამასთანავე არ უჭერდეს
  6. გახსოვდეთ, რომ სიცივეში თითის სისქე მცირდება, სიცხეში კი პირიქით ფართოვდება. ამიტომ ნუ შეიძენთ ძალიან შემოჭდობილ ბეჭედს. ის უნდა იყოს ოდნავ თავისუფალი, მაგრამ არ უნდა ძვრებოდეს თითიდან. ბეჭდების მოზომებამდე არ არის სასურველი ბევრი წყლის მიღება, რის გამოც შეიძლება შეშუპდეთ
  7. ყურადღება მიაქციეთ სინჯს. რაც უფრო მაღალია სინჯი, მით მეტია ნაკეთობის ღირებულება. ასევე, 585 სინჯი ძალიან გამძლეა და არ კარგავს შეფერილობას, 750 სინჯი კი უფრო მკვეთრია, მაგრამ ადვილად დეფორმირდება. გაესაუბრეთ მაღაზიის სპეციალისტს რომელი ვარიანტი მოგიხდებათ კონკრეტულად თქვენ
  8. გახსოვდეთ თქვენი ხელის ფორმა და თითების სისქე. წვრილ თითებზე ლამაზად ჩანს პატარა ელეგანტური რგოლები, მსხვილ თითებზე კი საშუალო სისქის ბეჭდები. შეიძლება ბეჭედი ვიტრინაში მიმზიდველად გამოიყურებოდეს,მაგრამ უშუალოდ თქვენ არ გიხდებოდეთ, ამიტომ აუცილებლად მოისინჯეთ ყიდვამდე.

 

იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი” , საიტის “ქორწილი” სათაო გვერდი