პატარძლის ფეხსაცმელი ქორწილში

პატარძლის ფეხსაცმელი ლამაზიც უნდა იყოს და ძალიან მოსახერხებელიც. მან არ უნდა დაღალოს პატარძალი.

  1. შეარჩიეთ მოხერხებული ფეხსაცმელი

სამწუხაროდ, საქორწინო ფეხსაცმელების არჩევანი მაღაზიებში არც თუ ისე დიდია, ამიტომ გოგონები სულ უფრო ხშირად უკვეთავენ ინტერნეტით. აქ კი იმალება თანამედროვე პატარძლების ყველაზე დიდი პრობლემა – ისინი უპირატესობას ანიჭებენ შესახედაობას და ავიწყდებათ, რომ ფეხსაცმლის ზომის გარდა არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს კომფორტზე. მაგალითად, ქედის სიმაღლე, სიგანე, ქუსლის მდგრადობა. თუ ერთი კრიტერიუმიც კი არ არის მოსახერხებელი, ქორწილის დღე ფუჭდება.

  1. შეარჩიეთ ფეხსაცმელი, რომელიც მოგწონთ

რა თქმა უნდა, საქორწინო ფეხსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარეგნულობაზე არ იფიქროთ. პატარძლების დიდი შეცდომაა – ფეხსაცმლის შერჩევა, რომლიც „უნდა იყიდოს“. ასეთ მოდელებს გვირჩევენ საქორწინო ჟურნალებში კერ კიდევ გასული საუკუნიდან: თეთრი, საშუალო სიმაღლის ქუსლით, მინიმალური ხელოვნური თვლებით და სხვა აქსესუარით.  რა თქმა უნდა, ეს არის კლასიკა, მაგრამ თუ გენდომებათ ლურჯი ფეხსაცმლის ჩაცმა, რომელსაც უკან აქვს თვლები და მაღალ ქუსლზეა – გააკეთეთ ეს!

  1. არ დაგავიწყდეთ პატარძლის ფეხსაცმელი – ს გაჭიმვა

როგორც კი შეიძენთ საქორწინო ფეხსაცმელს, მაშინვე დაიწყეთ გაჭიმვა (რათა თქვენთვის ერთ-ერთ ბედნიერ დღეს არ დაიტანჯოთ ტკვილით და არ გაგიჭირდეთ გადაადგილება). ფეხსაცმელში შეაპკურეთ სპეციალური საშუალება, ჩაიცვით წინდები, შემდეფ ფეხსაცმელი და იარეთ ოთახში. როდესაც იგრძნობთ, რომ ფეხსაცმელები გახდა უფრო მოსახერხებელი, ჩაიცვით ყოველდღე, მაგალითად: კომპიუტერთან ჯდომის დროს. ასე მთლიანად შეეჩვევით მას და ქორწილის დღეს ვერ იგრძნობთ დისკომფორტს.

  1. იყიდეთ სილიკონის ჩასაფენები

ფეხსაცმლის სილიკონის ჩასაფენი დაგეხმარებათ თავი კომფორტულად იგრძნოთ მთელი დღის განმავლობაში. მათი შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში ან ჰიპერმარკეტში. სასურველია გქონდეთ ნაკრები, რომელშიც იქნება ჩასაფენის რამდენიმე ვარიანტი: სქელი ქუსლის ქვეშ დაგეხმარებათ, რომ არ დაიღალოთ ქუსლებზე დგომისას, ვიწრო ზოლები აგარიდებთ ტერფის ნაკაწრებს (განსაკუთრებით აქტუალურია სანდლების და საზაფხულო სხვა ფეხსაცმელებისთვის). ასევე, ჩასაფენები დაგეხმარებათ, თუ ფეხსაცმელი ოდნავ დიდი გაქვთ ან ფეხიდან გისრიალდებათ. აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ სილიკონის ღაბაშებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დამატება ფეხსაცმლისთვის უნდა დატესტოთ ქორწილის დღემდე.

  1. თან იქონიეთ სათადარიგო ფეხსაცმელი

მიუხედავად იმისა, თუ იპოვით ყველა პარამეტრით იდეალურ ფეხსაცმელს, აუცილებლად იქონიეთ თან გამოსაცვლელი ვარიანტი. ამისთვის ყურადღება მიაქციეთ საქორწინო ბალეტკებს.

ეს არის 5 მთავარი საქორწინო რჩევა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ საქორწინო ფეხსაცმელი უნდა შეესაბამებოდეს კაბას და არავითარ შემთხვევაში პირიქით.

პატარძლის ფეხსაცმელი ქორწილში

იხილეთ აგრეთვე :

                იხილეთ აგრეთვე :

    1. საიტი „ქორწილი“
    2. Web-ჟურნალი “კვება“
    3. ფურშეტი
    4. ინდექს-პოსტი „ქორწილი“
    5. საქორწინო ფურშეტი
    6. ფურშეტი ხელის მოწერის დროს
    7. ფურშეტი ნიშნობისათვის
    8. ვერცხლის და ოქროს ქორწილები
Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...