საქორწინო ცეკვების სტილი ✥ როგორ და სად მოვემზადოთ

საქორწინო ცეკვების სტილი , რომელსაც ნეფე-პატარძალი აირჩევს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ნელი ცეკვა

ერთმანეთზე ჩახუტებული წყვილის მსუბუქი რწევა – პოპულარული არჩევანია მათთვის, ვისაც არ სურს პირველი ცეკვის მოსამზადებლად ბევრი დროისა და ძალის დახარჯვა. მოუხდებასაქორწინო ცეკვების არჩევა ნებისმიერი, თქვენთვის მოსაწონი ნელი კომპოზიცია.

ნელი ცეკვა (რთული ვერსია)

ეს ვარიანტი განსხვავდება ხელების განლაგებით – ერთი მხრივ პარტნიორებს ხელი აქვთ ჩაკიდებული და ოდნავ ზემოთ აწეული, მეორე ხელი კი რჩება მხარზე ან წელზე. ასეთი შესრულებით ცეკვა გამოიყურება უფრო ოფიციალურად. ქორწილამდე რამოდენიმეჯერ ივარჯიშეთ, რათა გაიგოთ მოსახერხებელია თუ არა ის თქვენთვის და ჰყვებით თუ არა მელოდიას.

კლასიკური ვალსი

სრულდება საგრძნობლად სწრაფად, ვიდრე ნელი ცეკვა. მისი სახეებია: ინგლისური, ფრანგული, ვენური და სხვა, ამიტომ დაგჭირდებათ ცოტა ქორეოგრაფიული უნარები ან ცეკვის გაკვეთილები. უნდა ისწავლოთ ხელების განლაგება, სწორი ნაბიჯები, მობრუნება, ტაქტის გრძნობა – ყველაფერი რაც ვალსს ახასიათებს.

სვინგი

საქორწინო ცეკვების არჩევაცეცხლოვანი და სწრაფი სვინგი – მკვეთრი და აქტიური წყვილის არჩევანია. ნახტომები, ბრუნები, რთული კომბინაციები – ეს დრაივი უნდა შეიგრძნოთ და გადმოსცეთ მოძრაობით, ამიტომ ქორეოგრაფის გარეშე გაგიჭირდებათ.

ფოქსტროტი

სადღაც ვალსსა და სვინგს შორისაა – წარმოადგენს მელოდიის, მოძრაობების, გრაციოზულობისა და აუჩქარებელი ტემპის გასაოცარ გაერთიანებას. მის შესასრულებლად აუცილებლად მიმართეთ ქორეოგრაფს, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტური და ხარისხიანი ნომრის მომზადებაში. მისი მოძრაობები უხდება როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე მუსიკას.

რუმბა

ეს ლათინოამერიკული ცეკვა უხდება მგრძნობიარე და ექსპრესიულ წყვილს. მთელი ყურადღება გადატანილია სხეულის მოქნილობასა და თეძოების მოძრაობაზე. ცეკვის დრეს-კოდი მოითხოვს სპეციალური ფეხსაცმელების ჩაცმას და ვინაიდან აქცენტი თეძოებზე კეთდება, სასურველია კაბა გამოკვეთავდეს მათ და არ ფარავდეს.

მამბო და სალსა

ეს არის მგრძნობიარე ცეკვა სწრაფ ტემპში, რომელიც ითვალისწინებს ნაბიჯების რთულ კომბინაციას; მამბოში ისინი უფრო გამოკვეთილი და წყვეტილია, სალსაში კი – უფრო გარდამავალი და რითმული.

მეშაფი (შერეული ცეკვა)

, სალსაში კი – უფრო გარდამავალი და რითმული.

ჰიპ-ჰოპი

არ არის აუცილებელი ქორეოგრაფს მიმართოთ, საკმარისია ისწავლოთ რამოდენიმე მარტივი და ცეცხლოვანი მოძრაობა. რაც მთავარია, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული.

საქორწინო ცეკვების არჩევაშეგიძლიათ გააკეთოთ რამოდენიმე კომპოზიციის კომბინაცია და შექმნათ განუმეორებელი საცეკვაო კოქტეილი, რომელიც მთლიანად გამოხატავს წყვილის ინდივიდუალურობას. შეარჩიეთ სხვადასხვა სიმღერები – ნელი, სწრაფი, რომანტიკული, დრაივი. ასეთი ცეკვის დროს არ არის საჭირო სპეციალური ტანსაცმელი, მთავარია – კომფორტულად იყოთ.

ფლეშმობი

საქორწინო ცეკვების სტილი კოლექტიურ ცეკვებსაც ითვალისწინებს.  პირველი ცეკვა ფლეშმობის სახით – მა

საქორწინო ცეკვების არჩევა

სში დაკავებულია ბევრი ადამიანი, რომლებიც თანდათან უერთდებიან ახალდაქორწინებულებს. შეგიძლიათ .მოიფიქროთ ადვილად დასამახსოვრებელი მარტივი მოძრაობები და მეგობრებთან ერთად ივარჯიშეთ.

 

იხილეთ აგრეთვე :

  1. https://qorwili.medgeo.net/
  2. Web-ჟურნალი “კვება“
  3. ფურშეტი
  4. htps://fursheti.medgeo.net/2020/01/15/ქორწილი/
  5. https://fursheti.medgeo.net/2019/11/12/ფურშეტი-ქორწილისათვის/
  6. https://fursheti.medgeo.net/2019/11/09/ფურშეტი-ქეითერინგი-ხელი/
  7. https://fursheti.medgeo.net/2019/11/12/ფურშეტი-ნიშნობისათვის/
  8. https://www.facebook.com/ვერცხლისა-და-ოქროს-ქორწილების-ორგანიზება-105216567625180/

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...