სიძის საქორწინო სამოსი ❤ დიდი არჩევანი ❤ ინტერნეტი და ადგილზე

სიძის სამოსი რთული შესარჩევია. ჩვენ , ამ გვერდზე გთავაზობთ სიას, სად შეიძლება შეიძინოთ საუკეთესო სამოსი.

როგორ შევარჩიოთ საქორწინო კოსტუმი

ფასონი, მოდელი და ქსოვილი

საქორწინო კაბისგან განსხვავებით, საქორწინო კოსტუმი შეიძლება გახდეს კაცის ყოველდღიური ან სადღესასწაულო გარნეფის კოსტიუმიდერობის ნაწილი. ამიტომ სასურველია შეარჩიოთ არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც. თუ ქორწილი ზამთარშია, უპირატესობა მიანიჭეთ შალის კოსტუმს, ზაფხულის ქორწილისთვის კი აარჩიეთ მსუბუქი, ბამბის ან აბრეშუმის მოდელი.

პიჯაკის სარჩულისთვის იდეალურ ქსოვილად მიიჩნევა აბრეშუმი და ვისკოზა. სინთეტიკური ქსოვილი გამოიყურება კარგად და უფრო იაფია, მაგრამ ასეთმა ეკონომიამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი.

მოზომების დროს ყურადღება მიაქციეთ შარვლის სიგრძეს. კლასიკური თვალსაზრისით, სიგრძე უნდა შეესაბამებოდეს ფეხსაცმლის ქუსლის შუა ნაწილს, წინა ნაწილი კი – დახვეწილი ნაკეცი უნდა ედებოდეს ტერფის მაღალ ნაწილს („პადიომი“). შეიძინეთ შესაბამისი ფეხსაცმელიც.

არსებობს კაცის საქორწინო კოსტუმის 3 ტრადიციული ვარიანტი:

  1. კლასიკა – უხდება ყველა ტიპის ფიგურას. არის ჩვეულებრივი 2 ან 3 ელემენტიანი კომპლექტი. ითვლება უბრალო, მაგრამ დახვეწილ გადაწყვეტილებად
  2. ფრაკი – იცმევენ შარვალთან, რომელსაც არ აქვს ნაკეცი. შესანიშნავი არჩევანია მაღალი და სწორი აღნაგობის მქონე ბიჭებისთვის
  3. სმოკინგი – ტრადიციული პიჯაკი „შალკას საყელოთი“. გარეთა ნაკეცები შეიძლება იყოს აბრეშუმის ან ატლასის. იდეალური ვარიანტია არისტოკრატული ატმოსფეროსთვის

ნეფის კოსტიუმი ნეფის მთავარი სამოსი

 

 

 

 

 

 

 

 

 

პერანგი

საკმაო ყურადღებას მოითხოვს პერანგის არჩევა! პირველ რიგში, არ შეგეშინდეთ ფერის ექსპერიმენტირება. ქათქათა საყელო კარგი ტრადიციაა. ღია ნაცრისფერი ან ცისფერი ლამაზად ნეფის პერანგიგამოჩნდება სურათებში და ხაზს გაუსვამს ინდივიდუალურობას. არ დაგავიწყდეთ ქორწილის ფერთა გამაც. სიძეს შეუძლია ჩაიცვას უფრო გამბედავი ფერის პერანგი, თუ ასეთი გადაწყვეტა ჰარმონიულად შეესაბამება დღესასწაულის კონცეფციას.

აი ქსოვილის შესახებ არც უნდა დაფიქრდეთ – აუცილებლად გირჩევთ ნატურალურ  ბამბას. სინთეტიკის ცოტაოდენი შემცველობა გაამარტივებს უთაობის პროცესს.

ჰალსტუხი – სიძის სამოსი -ს მთავარი აქსესუარი

კარგი, კლასიკური ჰალსტუხის შესარჩევად უნდა გაითვალისწინოთ 3 კრიტერიუმი: ქსოვილი, ფერი და ნახატი. ყველაზე მოთხოვნადად და ხარისხიანნეფის ჰალსტუხიად ითვლება აბრეშუმი. ის არის სიძის სამოსი. ჰალსტუხიმრავალი ფორმისა და ფაქტურის.

ჰალსტუხის შერჩევის დროს გახსოვდეთ – აქსესუარი უნდა იყოს პიჯაკთან შედარებით ღია, მაგრამ პერანგთან შედარებით მუქი!

რაც შეეხება ჰალსტუხ-პეპელას – ეტიკეტის მიხედვით მას ატარებენ სმოკინგთან ან ფრაკთან ერთად. თუმცა, თანამედროვე საქორწინო მოდა იმდენად თავისუფალია, რომ დაშვებულია კრეატიულობა და ორიგინალურობა. ჩვეულებრივი ჰალსტუხის სტილური ალტერნატივა შეიძლება იყოს კისრის ყელსახვევი.

 

 

სიძის სამოსი-ს აქსესუარები

ისინი შეგმატებენ  შარმსა და სტილს. რეკომენდაციები, თუ როგორ შევარჩიოთ ისინი და შევუსაბამოთ ერთმანეთს:სიძის სამოსი -ს აქსესუარები

  • მანჟეტის საკინძეები და ჰალსტუხის საჭერი ან ქინძისთავი – კარგი გემოვნების მაჩვენებელია. ისინი აუცილებლად უნდა იყოს ერთი კომპლექტის
  • არ არის სასურველი საათისა და საკინძეების კომბინაცია
  • ქამრის ფერი ჰარმონიულად უნდა შეესაბამებოდეს ფეხსაცმლის ფერს, მისი ბალთა კი საკინძეების სტილს
  • ძალიან სტილურია აჭიმები
  • ელეგანტურ შესახედაობას დაასრულებს პიჯაკის ჯიბის ცხვირსახოცი


სიძის ფეხსაცმელის შესახებ იხილეთ აქ  >>> ” ნეფის საქორწინო ფეხსაცმელი” 

 

იხილეთ აგრეთვე :

  1. https://qorwili.medgeo.net/
  2. Web-ჟურნალი “კვება“
  3. ფურშეტი
  4. htps://fursheti.medgeo.net/2020/01/15/ქორწილი/
  5. https://fursheti.medgeo.net/2019/11/12/ფურშეტი-ქორწილისათვის/
  6. https://fursheti.medgeo.net/2019/11/09/ფურშეტი-ქეითერინგი-ხელი/
  7. https://fursheti.medgeo.net/2019/11/12/ფურშეტი-ნიშნობისათვის/
  8. https://www.facebook.com/ვერცხლისა-და-ოქროს-ქორწილების-ორგანიზება-105216567625180/

 

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...