პატარძლის თეთრეული ❤ დიდი არჩევანი ინტერნეტით

პატარძლის თეთრეული -ს დიდ არჩევანს გვთავაზობენ, როგორც ტრადიციული, ასევე- ონლაინ მაღაზიები.

პატარძლის თეთრეული -ს არჩევის კრიტერიუმები

თანამედროვე მწარმოებლები გვთავაზობენ ქალის თეთრეულის მოდელების ფართო ასორტიმენტს – სტილის, ქსოვილის, ფერების მიხედვით. როდესაც იწყებთ მზადებას ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი დღისთვის, მნიშვნელოვანია იცოდეთ საქორწინო თეთრეულის სწორად შერჩევა. მთავარი რეკომენდაციაა – კომპლექტის ძებნას უნდა შეუდგეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გადაწყვეტთ ფერსა და სტილს.

თეთრეულის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ფერთა გამა: შეიძლება კლასიკური პასტელის ტონების შერჩევა (სპილოსძვლისფერი, ვარდისფერი, თეთრი) ან ექსპერიმენტირება (შავი, წითელი ან იასამნისფერი ეროტიკული კომპლექტის შერჩევა)
  • ზომა: ზუსტად უნდა ერგებოდეს ფიგურას, არ უნდა ქმნიდეს დისკომფორტს
  • ქსოვილის ტიპი: ტრადიციულ ვარიანტებად ითვლება ისეთი ქსოვილები, როგორიცაა – ატლასი, ბატისტი, მაქმანი. სურვილისამებრ შეიძლება სხვა ქსოვილის შერჩევა
  • მოდელის ტიპი: ბოდი, კომბინაცია, კორსეტი, საცვალისა და ბიუსჰალტერის კომპლექტი. არჩევანი საკმაოდ დიდია

საქორწინო თეთრეულის შერჩევისას არ ღირს ეკონომიის გაკეთება. ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ, თუ როგორ არის შეკერილი, კარგად ერგება თუ არა ფიგურას, ხომ არ იწვევს დისკომფორტს. საცვალი არ  უნდა იყოს შესამჩნევი საქორწილო კაბის ქვეშ, კარგი იქნება შესაძლო ნაკლოვანებების დაფარვა და სილუეტის უპირატესობების გამოკვეთა.

პატარძლის თეთრეული -ს სახესხვაობები

ტრადიციული სადა ტონების მოდელებია:

  • პატარძლის საქორწინო თეთრეულისაცვალისა და ბიუსჰალტერის ნაკრები: ეს ვარიანტი მიეკუთვნება კლასიკურ კატეგორიას და შეიძლება დაემატოს შესაბამისი ფერის ლამაზი მაღალყელიანი წინდები და ქამარი. ასეთი კომპლექტების დეკორის ნაირსახეობა საკმაოდ ფართოა: მაქმამებიანი, მძივებით, პატარა რუშებით, ბაფთებით, აბრეშუმისა და სხვა მასალის ჩანართებით
  • კომბინაცია: შესანიშნავი ვარიანტია აბრეშუმის ან მაქმანებიანი თეთრეული. კონკრეტული მოდელის შერჩევისას მთავარია საპატარძლო კაბის მასალის გათვალისწინება
  • ბოდი: თუ გეგმავთ დაფაროთ ფიგურის ნაკლოვანებები – შეიძინეთ ბოდი. ის საშუალებას მოგცემთ გაჭიმოს სხეული და ასევე არ შექმნის ნაკეცებს გვერდებსა და მუცელზე. შეესაბამება მსუბუქი ქსოვილისგან დამზადებულ კაბას, რადგან მასში პრაქტიკულად შეუმჩნეველია ნაკერები
  • კორსეტი: ასევე მიეკუთვნება კლასიკურ ვარიანტს. მისი საშუალებით გაჭიმავთ წელს საჭირო ზომამდე, მაღლა აწევთ მკერდს. შეგიძლიათ დაამატოთ ლამაზი საცვლები, ქამარი და მაღალყელიანი წინდები.

 

იხილეთ აგრეთვე :

  1. საიტი „ქორწილი“
  2. Web-ჟურნალი “კვება“
  3. ფურშეტი
  4. htps://fursheti.medgeo.net/2020/01/15/ქორწილი/
  5. https://fursheti.medgeo.net/2019/11/12/ფურშეტი-ქორწილისათვის/
  6. https://fursheti.medgeo.net/2019/11/09/ფურშეტი-ქეითერინგი-ხელი/
  7. https://fursheti.medgeo.net/2019/11/12/ფურშეტი-ნიშნობისათვის/
  8. https://www.facebook.com/ვერცხლისა-და-ოქროს-ქორწილების-ორგანიზება-105216567625180/