რესტორნის არჩევა ქორწილისთვის ✥ შერჩევის კრიტერიუმები

რესტორნის არჩევა ქორწილისთვის რა საკითხების განხილვით იწყება?

  • სტუმრების რაოდენობა
  • რამდენის დახარჯვას გეგმავთ ბანკეტისთვის
  • ქორწილის სტილი
  • სავარაუდოდ როგორი რესტორანი გსურთ

რას მივაქციოთ ყურადღება როცა ხდება რესტორნის არჩევა ქორწილისთვის

  • პარკირების ადგილი – საჭიროა საკმაოდ ტევადი ადგილი, რომელსაც მოსახერხებელი მისასვლელი ექნება
  • დარბაზის ტევადობა – როდესაც გადაწყვეტთ სტუმრების რაოდენობას, გეცოდინებათ როგორი დარბაზი გსურთ: დიდი თუ პატარა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აირჩევთ საშუალო ზომის დარბაზს, საჭიროა განსაზღვროთ რამდენად მოხერხებულია ის, აქვს თუ არა ცეკვისთვის გამოყოფილი ადგილი, სცენა შოუსთვის და ა.შ
  • რესტორნის სტილი – თუ გაქვთ თემატური ქორწილი, რესტორანი უნდა შეესაბამებოდეს მას. მაგ: ჩინური რესტორანი არ იქნება კლასიკური სტილის ქორწილის შესაფერისი
  • როგორ სამზარეულოს გთავაზობთ დაწესებულება – ბევრი რესტორნის საიტზე შესაძლებელია გაეცნოთ სამზარეულოსა და ფასებს. ხშირად სთავაზობენ საბანკეტო მენიუს, რომელშიც შედის ვეგეტარიანული კერძები და საბავშვო საჭმელებიც
  • დაათვალიერეთ რესტორანი – მიდით ადგილზე, შეამოწმეთ არის თუ არა პერსონალი თავაზიანი, კერძები გემრიელი, როგორია მათი მიწოდების სახე, ახალია თუ არა ხილი და ა.შ
  • დაათვალიერეთ მიმდებარე ტერიტორია – ახალდაქორწინებულებსა და სტუმრებს მოსწონთ, როდესაც რესტორანი ცალკე შენობაშია და არა რომელიმე ცენტრში ან კლუბთან ახლოს. კარგია, როდესაც რესტორანს აქვს თავისი მწვანე ზონა, სადაც შესაძლებელია სუფთა ჰაერზე გასვლა და ლამაზი ხედით დატკბობა

მენეჯერთან გასაუბრების დროს განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები:

  • რესტორნის მუშაობის განრიგი, შესაძლებელია თუ არა სამუშაო საათების გახანგრძლივება და რა ეღირება ეს
  • ერთ-ერთი დარბაზის დაქირავების დროს, გაიგეთ რა ღონისძიებები ჩატარდება მეზობელ დარბაზებში ამავე დღეს
  • შეიძლება თუ არა დარბაზის მორთვა ან ცვლილების შეტანა უკვე არსებულ დეკორში
  • არის თუ არა მუსიკალური აღჭურვილობა, დაშვებულია თუ არა მისი გამოყენება; შესაძლებელია თუ არა დარბაზის განათების რეგულირება
  • არის თუ არა შენობაში ოთახი, სადაც წამყვანი და არტისტები შეძლებენ მომზადებას და ტანსაცმლის გამოცვლას
  • შეარჩიეთ ქორწილის მენიუ, როგორი უნდა იყოს მინიმალური შეკვეთა ერთი ადამიანისთვის, შეიძლება თუ არა საკუთარი ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების/ხილის შეტანა და სხვა
  • გაარკვიეთ როგორ ხდება თანხის გადახდა, საჭიროა თუ არა ავანსის შეტანა და რა რაოდენობით. გააფორმეთ კონტრაქტი.

 

იხილეთ აგრეთვე :  

  1. საიტი „ქორწილი“             რესტორნის არჩევა ქორწილისათვის
  2. Web-ჟურნალი “კვება“
  3. ფურშეტი
  4. ინდექს-პოსტი „ქორწილი“
  5. საქორწინო ფურშეტი
  6. ფურშეტი ხელის მოწერის დროს
  7. ფურშეტი ნიშნობისათვის
  8. ვერცხლის და ოქროს ქორწილები
Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...