საქორწინო მოსაწვევი როგორ შევარჩიოთ
შეიძლება ითქვას, რომ მოსაწვევი არის დღესასწაულის სახე და სწორედ ის უქმნის სტუმრებს წარმოდგენას ქორწილის სტილის, ჩატარების ადგილის და ხასიათის შესახებ.
მოსაწვევის დიზაინის მოფიქრება ჯობს მას შემდეგ, როდესაც საბოლოოდ განსაზღვრავთ ქორწილის სტილს. მარტივი გზაა მზა მოსაწვევის შეძენა, მაგრამ უკეთესია მოიფიქროთ თქვენი ვარიანტი და ის შეიძლება გახდეს სამახსოვრო სუვენირი.
საქორწინო მოსაწვევი კლასიკური თუ ორიგინალური
პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ სასურველი კატეგორია: იქნება კლასიკური მოსაწვევი თუ რაღაც კრეატიული? სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ ქორწილის სტილი: კლასიკური მოსაწვევები შეეფერება ნებისმიერ ღონისძიებას, თემატურ და რეტრო სტილს მოუხდება ორიგინალური.
კლასიკური მოსაწვევები
ისინი ყოველთვის არისტოკრატული და ელეგანტურია. თუმცა, აქაც კი რჩება ფანტაზიის ადგილი – თამამად შეგიძლიათ ითამაშოთ ფორმის, ფერთა გამის და დეკორის მიმართულებით ისე, რომ არ გამოხვიდეთ სადღესასწაულო და ოდნავ ოფიციალური სტილიდან.
დახვეწილი და საინტერესო იქნება მოსაწვევი-გრაგნილები ცვილის ბეჭდით, შეკრული აბრეშუმის ზონრით. ელეგენატურია ბარათები კონვერტში ან ღია ბარათის სახით.
კლასიკური ვარიანტების გასაფორმებლად იყენებენ სქელ ქაღალდს, ატლასს, ხავერდს, ძველ ქაღალდს ან სქელ მუყაოს. მიმზიდველია შესაბამისი ფერებიც: თეთრი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, მუქი მწვანე, ალისფერი, ლურჯი და იასამნისფერი.
კლასიკური მოსაწვევები სჯობს გააფორმოთ სადღესასწაულო და მდიდრულ სტილში, მაგ: ვინტაჟური, ბაროკო, როკოკო ან მოდერნი; ბოხოს, ეკოს ან რუსტიკის სტილს მოუხდება პასტელის ფერები, ბუნებრივი მასალა და მოტივები.
ორიგინალური მოსაწვევები
საუკეთესო ვარიანტია თემატური და ორიგინალური გასართობი პროგრამის მქონე ქორწილებისთვის. ისინი შეიძლება იყოს: ფოტოები, საგნების იმიტაციები, გაზეთის ამონაჭრები და გაფორმებული იყოს ნებისმიერ სტილში. ერთადერთი წესია – კრეატიული მოსაწვევი უნდა შეესაბამებოდეს ქორწილის საერთო თემატიკას და სტილს; მაგ: რეტრო სტილს მოუხდება ვინილის ფირფიტის ფორმის მოსაწვევი, ქორწილს რომელშიც აქცენტი კეთდება მუსიკასა და ცეკვაზე – მუსიკალური ინსტრუმენტის ან მოცეკვავე წყვილის გამოსახულებიანი მოსაწვევი. არ ღირს კრეატიული მოსაწვევის გადატვირთვა დეკორით, ყურადღებით მოიფიქრეთ თითოეული დეტალი და ფერთა გამა
იხილეთ აგრეთვე :