საქორწინო ტორტი ✥ როგორ და ვის შევუკვეთოთ

საქორწინო ტორტი -ს შერჩევის დროს მოქმედების თანმიმდევრობა:

  • საკონდიტროს შერჩევა
  • ცომისა და შიგთავსის შერჩევა (სეზონის, დაბალი კალორიულობის და სავარაუდო უნივერსალურობის გათვალისწინებით)
  • ლამაზი, მოდური და ქორწილის სტილის შესაბამისი დიზაინის შერჩევა
  • ტორტის ზუსტი წონის განსაზღვრა
  • ქორწილის ადგილზე მოტანის მეთოდის გადაწყვეტა

საქორწინო ტორტი

საქორწინო ტორტი -ს  შერჩევის I  ეტაპი: საკონდიტროს შერჩევა

საკონდიტროს მენეჯერს აუცილებლად ჰკითხეთ შემდეგი:

  • ცომისა და შიგთავსის რომელ სახეებს იყენებენ კონდიტერები (საიტზე შეიძლება წარმოდგენილი იყოს არასრული ჩამონათვალი ან ძველი ინფორმაცია)
  • როგორ დეკორს გვთავაზობენ, შეუძლიათ თუ არა შეიტანონ ცვლილებები თქვენი სურვილისამებრ
  • რა ღირს 1კგ საქორწინო დესერტი, რამდენია მინიმალური და რეკომენდებული წონა (ბოლო ანგარიშდება სტუმრების რაოდენობის მიხედვით)
  • შესაძლებელია თუ არა ტორტის ინდივიდუალური გაფორმება (აქტუალურია იმ შემთხვევაში, როცა გაქვთ ზუსტი იდეა ან ქორწილი გარკვეული სტილისაა)
  • რამდენი ხნით ადრეა აუცილებელი შეკვეთა და ავანსის შეტანა
  • არის თუ არა ადგილზე მიტანის სერვისი და რა ღირს (ეს მნიშვნელოვანია, რადგან ტორტის დამოუკიდებლად გადატანა საკმაოდ რთულია)

იმისათვის, რომ არ შეცდეთ ცომისა და შიგთავსის არჩევანში, უმჯობესია გააკეთოთ პატარა ზომის საცდელი ვარიანტი და შეაფასოთ გემო.

II ეტაპი: ცომისა და შიგთავსის შერჩევა

საქორწინო ტორტი არ უნდა იყოს ძალიან კალორიული. ფხვიერი და ფენოვანი ცომი ითვლება მეტად კალორიულად, ამიტომ თავი შეიკავეთ. წელიწადის ნებისმიერი დროსთვის ყველაზე წარმატებულად ითვლება ბისკვიტის ცომი. ის არის მსუბუქი, გემრიელი, არ არის პრეტენზიული ტემპერატურისადმი.

რაც შეეხება შიგთავსს – უმრავლესობას მოსწონს კენკროვანი, ხილის, იოგურტის შიგთავსი, ფავორიტი კი არის შოკოლადი. თხილზე ზოგიერთს შეიძლება ალერგია ჰქონდეს და ამასთანავე მაღალკალორიულია, ამიტომ სჯობს არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობით ან თავი შეიკავოთ.

III  ეტაპი: დიზაინის შერჩევა

აქ შეგიძლიათ გამოავლინოთ ფანტაზია. ზოგი არჩევს ტრენდულს, ზოგი კლასიკურს, ზოგიერთი კი ცდილობს შეუსაბამოს დარბაზის დეკორს, ქორწილის სტილს ან პატარძლის ჩაცმულობასაც კი. თუ გსურთ მიჰყვეთ კლასიკურ ვარიანტს, ჩვეულებრივ ეს არის ერთი ტონის ტორტი, უპირატესად თეთრი.

იხილეთ აგრეთვე :

  1. საიტი „ქორწილი“
  2. Web-ჟურნალი “კვება“
  3. ფურშეტი
  4. ინდექს-პოსტი „ქორწილი“
  5. საქორწინო ფურშეტი
  6. ფურშეტი ხელის მოწერის დროს
  7. ფურშეტი ნიშნობისათვის
  8. ვერცხლის და ოქროს ქორწილები
Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...