ქორწილის დეკორი -ს ძირითადი ელემენტები
- ქორწილის დეკორი – თაღი
ქორწილის სტილის მიხედვით თაღი შეიძლება შეიცვალოს კარით, კარიბჭით, ხის ან ყვავილების ლარნაკით. შეგიძლიათ მორთოთ ზონრებით, გირლიანდებით ან სხვა ორიგინალური ელემენტებით
- გზა საკურთხევლისკენ
შეიძლება გაფორმებული იყოს ქსოვილით ან ვარდის ფურცლებით – ეს ღონისძიებას შემატებს დღესასწაულის განწყობას
- სკამების მორთულობა
სკამები, საკურთხევლისკენ გზა და თაღი წარმოადგენს ანსამბლს, ამიტომ ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა შეესაბამებოდეს
- ცენტრალური კომპოზიციები
ეს არის მაგიდის ძირითადი მოსართავები. აუცილებლად უნდა იყოს ძალიან ექსტრავაგანტული – სწორი ორგანიზების დროს მინის ლარნაკებში ჩაწყობილი მინდვრის ყვავილებიც კი ორიგინალურად გამოიყურება
- ქორწილის დეკორი -ს განათება
იდეალურ ვარიანტში განათება და ყვავილები ერთმანეთს უნდა ავსებდეს
- განაწილების გეგმა/სკამების დანომვრა/ბარათები
პოლიგრაფიის ამ ელემენტების არსებობა კარგ ტონად ითვლება. ის მოსახერხებელია და მისი შექმნის დროს მიყევით ქორწილის საერთო სტილს
სწორი დეკორის შერჩევა
- ქორწილის თემის განსაზღვრა
პირველ რიგში განსაზღვრეთ ქორწილის თემა და ფერთა პალიტრა. შემდეგ უფრო მარტივი იქნება განსაზღვროთ, რა გამოგადგებათ მოსართავად
- არ დაგავიწყდეთ ბიუჯეტი
დეკორატორის შერჩევის დროს გულწრფელად უთხარით ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც უნდა იმუშავოს. შესაძლოა ერთად იპოვოთ ეკონომიურად ხარჯვის მეთოდი. უკიდურეს შემთხვევაში პატარა დეტალები შეგიძლიათ დამოუკიდებლად გააკეთოთ.
- შეადგინეთ აუცილებელი ნივთების სია
ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ მოსართავად – ჭაღები, ძველი სერვიზები, სუფრები, სანთლები, ყვავილები – მიუთითეთ წვრილმანები, აუცილებელი რაოდენობა და ის ადგილიც კი სადაც გეგმავთ შეძენას
იხილეთ აგრეთვე :