ქორწილის კოორდინატორი ✥ ფუნქციები ✥ სპეციალისტები

ქორწილის კოორდინატორი – არის ადამიანი, რომელიც აკონტროლებს ქორწილის გეგმის მიხედვით ჩატარებას. ის ათანხმებს ერთმანეთთან ცალკეული სპეციალისტების მოქმედებებს, აგვარებს უეცრად წარმოქმნილ პრობლემებს და აკვირდება, რომ ყველა ეტაპი დროულად ჩატარდეს.

ქორწილის კოორდინატორი -ს მოვალეობები:

  • სპეციალისტებთან ურთიერთობა – ქორწილის წინა დღეს კოორდინატორი ურეკავს ყველას, რათა მზად იყვნენ. თუ ქორწილი განსაზღვრული სტილის ან ფერისაა, ის ურჩევს მათ შესაბამის დრესკოდს. აკონტროლებს მიმტანების მუშაობას (კერძების, სასმელებისა და ტორტის დროულად მიწოდებას). უზრუნველყოფს ცალკეული მომწოდებლების შეთანხმებულ მუშაობას და უხდის გასამრჯელოს.
  • სტუმრებთან ურთიერთობა – პასუხობს სტუმრების ზარებს (ამისთვის შეგიძლიათ მისი ნომერი მიუთითოთ მოსაწვევში), ასწავლის როგორ მოვიდეს საჭირო ადგილზე, ეხმარება დარბაზში განაწილებაში, ანაწილებს მანქანებში სეირნობის დროს და საღამოს ბოლოს საჭიროების შემთხვევაში გამოიძახებს ტაქსის
  • საორგანიზაციო საკითხები – აკონტროლებს მაგიდების გადანაწილებას და სერვირებას, სტუმრების დასხდომას. აწყობს ნაჩუქარ ყვავილებს. უზრუნველყოფს ფოტოგრაფისა და ვიდეოს გადამღების კვებას. მისი მთავარი ამოცანაა – არ დაავიწყდეს ბეჭდები, საქორწინო აქსესუარები. ბანკეტის დასრულების შემდეგ აკონტროლებს დარჩენილი პროდუქტებისა და სასმელების შეგროვებას
  • დროის მენეჯმენტი – მას შეუძლია დაეხმაროს პატარძალს დღის ოპტიმალურ დაგეგმვაში. ქორწილის დღეს ეს გეგმა თან აქვს და თვალს ადევნებს, რომ ყველაფერი განრიგის მიხედვით ჩატარდეს
  • ფორს-მაჟორები – პატარა უსიამოვნებები ხშირად ხდება ქორწილში, კოორდინატორის ამოცანაა სწრაფად იპოვოს გამოსავალი; მაგ: ყოველთვის თან აქვს აფთიაქი, ქოლგა, კოსმეტიკური საშუალებები, ხელსახოცები, ნემსი და ძაფი და სხვა ნივთებიქორწილის ორგანიზატორი , ქორწილის კოორდინატორი

გარდა ამისა, კოორდინატორი თამაშობს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ როლს – ის წყვილს ანიჭებს განცდას, რომ სიტუაცია კონტროლდება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სიმშვიდეს და თვითდაჯერებულობას.

მდგომარეობები, როდესაც სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ კოორდინატორის სერვისზე:

  • თუ გეგმავთ გასვლით რეგისტრაციას (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგისტრაცია და ბანკეტი სხვადასხვა ადგილზეა)
  • დიდი ქორწილი (რაც უფრო მეტია სტუმრები და სპეციალისტები, მით მეტია პატარა პრობლემების წარმოქმნის შანსი)
  • თუ გადაიღალეთ წინასაქორწინო სამზადისით და გრძნობთ, რომ ნერვული დაძაბვის წინაშე ხართ
  • თუ არ გსურთ ქორწილის დღეს ყურადღება გაგეფანტოთ წვრილმან საორგანიზაციო მომენტებზე და გსურთ ნათესავებსაც აარიდოთ ეს მოვალეობები.

 

 

იხილეთ აგრეთვე :

  1. საიტი „ქორწილი“
  2. Web-ჟურნალი “კვება“
  3. ფურშეტი
  4. ინდექს-პოსტი „ქორწილი“
  5. საქორწინო ფურშეტი
  6. ფურშეტი ხელის მოწერის დროს
  7. ფურშეტი ნიშნობისათვის
  8. ვერცხლის და ოქროს ქორწილები
Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...