სიძის ფეხსაცმელი ქორწინების დღეს

სიძის ფეხსაცმელი საქორწინო ცერემონიისათვის

სიძისთვის საუკეთესო ფეხსაცმელია კლასიკური ფეხსაცმელები – ოქსფორდები. ის ხაზს გაუსვამს სტატუსსა და საქმიან სტილს. ნაკლებად ოფიციალური ატმოსფეროსთვის კარგია დერბის სიძის ფეხსაცმელი ქორწინების დღეს მოდელი. მას ირჩევენ მაშინ, როდესაც არ იკეთებენ ჰალსტუხს. მასალა – ნატურალური ტყავი. ფერი – კოსტუმის შესაბამისი და ქამრის ტონში.

ფეხსაცმლის ყიდვა სასურველია დღის მეორე ნახევარში, როდესაც ფეხი ოდნავ შეშუპებულია. აგრეთვე, აუცილებლად იარეთ ფეხსაცმლით ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე!

 

 

სიძის სამოსი. ფეხსაცმელი ✥ რაც უფრო ვიწროა შარვალი, მით უფრო ვიწრო უნდა იყოს ფეხსაცმლის წვერი
✥ ფეხსაცმლის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს შარვლის სიგანის ¾ -ს
✥ თუ სიძეს დიდი ზომის ფეხი აქვს, თავი უნდა აარიდოს წაწვეტებული ცხვირის მქონე ფეხსაცმელს
✥ ფეხსაცმლის ქუსლი უნდა შეესაბამებოდეს ტერფის ზედა ნაწილის მაღალ ნაწილს („პადიომი“), ვინაიდან სიძეს მოუწევს დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა და საღამოს ცეკვა
✥ ფეხსაცმლის ყიდვა უმჯობესია დღის ბოლოს, რადგან მისი მოზომება სასურველია შეშუპებულ ფეხზე – ეს დაიცავს სიძეს არასასურველი სიურპრიზებისგან
✥ სიძის ფეხსაცმელი უნდა იყოს კოსტუმის ფერის. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შემოიფარგლოთ შავით. თუ სიძეს მოსწონს და ძალიან უხდება ნაცრისფერი ან მუქი-ყავისფერი – დღეისათვის ასეთი კომბინაციის მოძება რთული არ არის.
✥ ასევე უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი დეტალი – წინდების ფერი. აუცილებლად უნდა გამოირიცხოს თეთრი.


ნეფის სამოსის შესახებ იხილეთ სტატია – “სიძის სამოსი”
იხილეთ
აგრეთვე :

  1. http://qorwili.medgeo.net/
  2. Web-ჟურნალი “კვება“
  3. “ფურშეტი”
  4. htps://fursheti.medgeo.net/2020/01/15/ქორწილი/
  5. https://fursheti.medgeo.net/2019/11/12/ფურშეტი-ქორწილისათვის/
  6. https://fursheti.medgeo.net/2019/11/09/ფურშეტი-ქეითერინგი-ხელი/
  7. https://fursheti.medgeo.net/2019/11/12/ფურშეტი-ნიშნობისათვის/
  8. https://www.facebook.com/ვერცხლისა-და-ოქროს-ქორწილების-ორგანიზება-105216567625180/