საქორწინო საყურეები , პატარძლის საყურეები
საქორწინო საყურეეები -ს შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ დეტალებს:
- სახის ფორმა – სწორად შერჩეულ საყურეებს შეუძლია გამოკვეთოს სახის ლამაზი ნაკვთები ან დაფაროს ნაკლი. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, თუ რომელი სამკაულია შესაფერისი უშუალოდ თქვენი ტიპისთვის:
- მრგვალი სახე – მას უხდება გრძელი საყურეები. სასურველია, რომ იყოს სწორი ან სამკუთხა ფორმის. არავითარ შემთხვევაში არ ღირს საყურე-რგოლების ან ოვალური და მრგვალი ფორმის საყურის გაკეთება, ისინი სახეს უფრო სავსეს აჩენენ.
- ოვალური სახე – უხდება ნებისმიერი სიგრძისა და ფორმის საყურე, თუმცა ლამაზი იქნება ოვალური ფორმის გრძელი საყურე.
- ოთხკუთხა სახე – იმისათვის, რომ შეამსუბუქოთ სახის კვადრატული ფორმის შესახედაობა, ყურადღება გაამახვილეთ მრგვალ ან ოვალურ საყურეებზე.
- სამკუთხა სახე – უმჯობესია ისეთი საყურეების შერჩევა, რომელთა ზედა ნაწილი ვიწროა, ქვედა კი ფართო (არავითარ შემთხვევაში პირიქით). ასე ყურადღებას გადაიტანთ გამოკვეთილი ნიკაპისგან.
- დეკოლტეს ტიპი – თუ კაბას აქვს ღრმა ჭრილი, შეგიძლიათ გაიკეთოთ ნებისმიერი საყურე. თუ აქვს ფართო საყელო, რომელიც მთლიანად ფარავს კისერს ან კისრის ხაზთან არის მასიური დეტალი (მაგ: ნაკეცი, ბაფთა, ბუმბული), უარი თქვით გრძელ საყურეებზე. ისინი ზედმეტად გამოჩნდებიან და ასევე მუდმივად წამოედებიან მოსართავს ან საყელოს და დისკომფორტს შეგიქმნით.
- საქორწინო საყურეები უნდა შეესაბამებოდეს ვარცხნილობას – თუ შეარჩევთ მაღალ ვარცხნილობას, საყურეების შერჩევა დამოკიდებული იქნება სახის ფორმაზე. ხოლო, თუ ამჯობინებთ გრძელ, გაშლილ თმას და გსურთ საყურეები იყოს შესამჩნევი, კარგი იქნება გრძელი მოდელი, ასევე საყურე-ძაფები ბოლოში მსხვილი ელემენტით.
- სხვა სამკაულებთან შესაბამისობა – გახსოვდეთ, არ გამოიყენოთ შემდეგი კომბინაცია:
- სხვადასხვა ძვირფასი მასალა (ოქრო და ვერცხლი ერთად)
- სხვადასხვა ფერთა გამა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთივე ფერები არის საქორწინო კაბაში და აქსესუარებში)
- სხვადასხვა ძვირფასი ქვები
იხილეთ აგრეთვე :