საქორწინო  საყურეები ❤ პატარძლის საყურეები ❤ რჩევები და არჩევანი

საქორწინო  საყურეები , პატარძლის საყურეები

საქორწინო საყურეეები -ს შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ დეტალებს:

  1. სახის ფორმა – სწორად შერჩეულ საყურეებს შეუძლია გამოკვეთოს სახის ლამაზი ნაკვთები ან დაფაროს ნაკლი. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, თუ რომელი სამკაულია შესაფერისი უშუალოდ თქვენი ტიპისთვის:
  • მრგვალი სახე – მას უხდება გრძელი საყურეები. სასურველია, რომ იყოს სწორი ან სამკუთხა ფორმის. არავითარ შემთხვევაში არ ღირს საყურე-რგოლების ან ოვალური და მრგვალი ფორმის საყურის გაკეთება, ისინი სახეს უფრო სავსეს აჩენენ.
  • ოვალური სახე – უხდება ნებისმიერი სიგრძისა და ფორმის საყურე, თუმცა ლამაზი იქნება ოვალური ფორმის გრძელი საყურე.
  • ოთხკუთხა სახე – იმისათვის, რომ შეამსუბუქოთ სახის კვადრატული ფორმის შესახედაობა, ყურადღება გაამახვილეთ მრგვალ ან ოვალურ საყურეებზე.
  • სამკუთხა სახე – უმჯობესია ისეთი საყურეების შერჩევა, რომელთა ზედა ნაწილი ვიწროა, ქვედა კი ფართო (არავითარ შემთხვევაში პირიქით). ასე ყურადღებას გადაიტანთ გამოკვეთილი ნიკაპისგან.საქორწინო საყურეები -ს შერჩევა
  1. დეკოლტეს ტიპი – თუ კაბას აქვს ღრმა ჭრილი, შეგიძლიათ გაიკეთოთ ნებისმიერი საყურე. თუ აქვს ფართო საყელო, რომელიც მთლიანად ფარავს კისერს ან კისრის ხაზთან არის საყურეები ქორწილზემასიური დეტალი (მაგ: ნაკეცი, ბაფთა, ბუმბული), უარი თქვით გრძელ საყურეებზე. ისინი ზედმეტად გამოჩნდებიან და ასევე მუდმივად წამოედებიან მოსართავს ან საყელოს და დისკომფორტს შეგიქმნით.
  2. საქორწინო  საყურეები უნდა შეესაბამებოდეს ვარცხნილობას – თუ შეარჩევთ მაღალ ვარცხნილობას, საყურეების შერჩევა დამოკიდებული იქნება სახის ფორმაზე. ხოლო, თუ ამჯობინებთ გრძელ, გაშლილ თმას და გსურთ საყურეები იყოს შესამჩნევი, კარგი იქნება გრძელი მოდელი, ასევე საყურე-ძაფები ბოლოში მსხვილი ელემენტით.საყურეები ქორწილზე
  3. ხვა სამკაულებთან შესაბამისობა – გახსოვდეთ, არ გამოიყენოთ შემდეგი კომბინაცია:
  • სხვადასხვა ძვირფასი მასალა (ოქრო და ვერცხლი ერთად)
  • სხვადასხვა ფერთა გამა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთივე ფერები არის საქორწინო კაბაში და აქსესუარებში)
  • სხვადასხვა ძვირფასი ქვები

საქორწინო საყურეები

                                            იხილეთ აგრეთვე :

        1. საიტი „ქორწილი“
        2. Web-ჟურნალი “კვება“
        3. ფურშეტი
        4. ინდექს-პოსტი „ქორწილი“
        5. საქორწინო ფურშეტი
        6. ფურშეტი ხელის მოწერის დროს
        7. ფურშეტი ნიშნობისათვის
        8. ვერცხლის და ოქროს ქორწილები