საქორწინო მუსიკა მიანდეთ კარგ დიჯეის ✥ დიჯეების კოორდინატები

საქორწინო მუსიკა  ჯობს გამოცდილ დიჯეის მივანდოთ. დადგმული ცეკვებისთვის მუსიკა ადრე უნდა შეარჩიოთ . როგორც წესი, დიჯეებს  აქვთ მრავალფეროვანი ფლეილისტი (რეპერტუარი), რომელიც მოსწონს ყველა ასაკის და გემოვნების მქონე სტუმარს და იციან საუკეთესო დრო თითოეულის სიმღერისთვის. თუ გაქვთ განსაკუთრებული მოთხოვნები, შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ფლეილისტი და წინასწარ მიაწოდოთ დიჯეის. ეს განსაკუთრებით ეხება ნაციონალურ ქორწილებს ტრადიციული სიმღერებითა და ცეკვებით.

მუსიკა ქორწილზე

ექსპერტის რჩევები : როგორ შევარჩიოთ საქორწინო მუსიკა

ქორწილში მუსიკაზე პასუხისმგებელია დიჯეი, მაგრამ არ ღირს მხოლოდ მისთვის მინდობა, ზოგიერთი დეტალი დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოთ.

  • პირველ რიგში განსაზღვრეთ სტილი, იქნება ეს დიჯეის ხელმძღვანელობით თუ ცოცხალი მუსიკა: ჯაზი, უცხოური მუსიკა, ფოლკლორული ანსამბლი, გუნდი, ორკესტრი, ვოკალისტი და სხვა. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებასა და ფინანსურ შესაძლებლობაზე
  • მუსიკოსებისა და დიჯეის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ მეგობრების რჩევები. თუმცა, აუცილებლად სთხოვეთ შემსრულებლებს ჩანაწერები, რათა გაეცნოთ რეპერტუარს და ჟანრს. თუ იქნება შესაძლებლობა, დაესწარით საღამოს, სადაც უკრავს პოტენციური დიჯეი ან მუსიკოსი
  • თუ გსურთ ცოცხალი მუსიკა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მუსიკოსები ვერ შეასრულებენ შესვენებების გარეშე. შესაბამისად, მათი პაუზის დროს აუცილებლად უნდა იზრუნოთ ფონურ მუსიკაზე, რომელიც შეგიძლიათ ჩაწეროთ დისკზე, რისთვისაც დაგჭირდებათ სპეციალური აპარატურა: ფლეიერი, დინამიკები. თუ ახლობლებში ვერ მოძებნით შესაფერის ადამიანს, შეიძლება დაგჭირდეთ დიჯეის მომსახურება, რომელიც გააკონტროლებს მთელ მუსიკალურ მხარეს
  • მუსიკალური თანხლება აუცილებლად უნდა იყოს
  • რეგისტრაციის დროს (ქორწინების სახლში შეიძლება შემოგთავაზონ ორკესტრი, რომელიც შეასრულებს თქვენს მიერ შერჩეულ მელოდიას)
  • სეირნობის დროს (ჩვეულებრივ წინასწარ აქვთ მომზადებული საყვარელი სიმღერებით დაკომპლექტებული დისკი)
  • პირველი ცეკვა – ჩვეულებრივ ირჩევენ საყვარელ სიმღერას ან ვენური ვალსის რითმის მელოდიას
  • ფონური მუსიკა ცალკეული მომენტებისთვის, მაგ: თაიგულის სროლის დროს

საღამოს დასასრულს, ბოლო მელოდია – ეს არის სიმღერა, რითიც დაიწყო ქორწილის ბანკეტი ან მუსიკა, რომლის ფონზეც წყვილი შეასრულებს პირველ ცეკვას.

 

იხილეთ აგრეთვე :მუსიკა ქორწილზე

  1. საიტი „ქორწილი“
  2. Web-ჟურნალი “კვება“
  3. ფურშეტი
  4. ინდექს-პოსტი „ქორწილი“
  5. საქორწინო ფურშეტი
  6. ფურშეტი ხელის მოწერის დროს
  7. ფურშეტი ნიშნობისათვის
  8. ვერცხლის და ოქროს ქორწილები