საქორწინო ფოტოსესია ყურადღებით უნდა დაიგეგმოს, გამოცდილ ფოტოგრაფთან და ქორწილის მენეჯერთან ერთად.
საქორწინო ფოტოსესია – ექსპერტის რჩევები
- საუკეთესო ფოტოგრაფებს საქორწინო ფოტოსესიების თარიღები შეთანხმებული აქვთ რამდენიმიმე თვით ადრე, ამიტომ ფოტოგრაფი აირჩიეთ და დაჯავშნეთ ადრე. შერჩევისას არ იხელმძღვანელოთ მხოლოდ ნაცნობების რეკომენდაციებით. შეისწავლეთ მისი პორტფოლიო და დაათვალიერეთ სურათები სოციალურ ქსელებში.
- ფოტოგრაფს შეხვდით რამდენიმეჯერ, განიხილეთ სასურველი რაკურსები, ადგილები და სიუჟეტები. თუ ურთიერთობის დროს წარმოიქმნება სიძნელეები და უთანხმოება, უმჯობესია მოძებნოთ სხვა სპეციალისტი.
- იმუშავეთ ფოტოგრაფთან ქორწილის დღემდე, მაგ: გააკეთეთ Love Story სტილის ფოტოსესია. ის უფრო კარგად შეგისწავლით და სწრაფად შეარჩევს წარმატებულ რაკურსებს.
- ნუ გამოიყენებთ მოდურ ტრენდებს ბოროტად. უპირატესობა მიანიჭეთ უფრო ტრადიციულ და კლასიკურ ფოტოებს. მოდა სწრაფად იცვლება და ის, რაც პოპულარულია დღეს, წლების შემდეგ შეიძლება სასაცილოდ გამოიყურებოდეს
- წინასწარ შეათანხმეთ ქორწილის დღის გეგმა. ფოტოგრაფმა უნდა მოასწროს ყველა მნიშვნელოვანი ეტაპის გადაღება.
- სტუმრებს, რომლებსაც ექნებათ საკუთარი პროფესიული ფოტოაპარატი, სთხოვეთ ხელი არ შეუშალონ სპეციალისტს
- კარგ ფოტოგრაფს შეუძლია ხარისხიანი სურათების გადაღება, ამიტომ არ არის საჭირო მუდმივად პოზიორობა და ობიექტივში ყურება; პირიქით საუკეთესო ფოტოები გამოდის მაშინ, როდესაც განიცდით გულწრფელ ემოციებს
- ყველა ჯგუფური ფოტო გადაიღეთ ადრე, ნუ დაელოდებით ქორწილის დასასრულს
- გადაღების ადგილები და სეირნობის მარშრუტი ფოტოგრაფთან ერთად წინასწარ დაგეგმეთ. სასურველია, რომ ადგილები ერთმანეთისგან ძალიან არ იყოს დაშორებული. თუ ბუნებაში ფოტოსესია გაქვთ დაგეგმილი, გქონდეთ დამატებითი ვარიანტები ამინდის გაუარესების შემთხვევაში
- ყურადღება მიაქციეთ აქსესუარებს და პატარა დეტალებს. ფოტოებზე ლამაზად ჩანს არა მხოლოდ სახე და ემოციები, არამედ ყველა შესაძლო აქსესუარი: თაიგული, დეკორი, პატარძლის სამკაული, ბეჭდები, სთხოვეთ ფოტოგრაფს ახლოდან გადაიღოს ისინი
- კოცნების გადაღების დროს გირჩევთ თვალები დახუჭოთ, ვინაიდან ღია თვალებით ადამიანები არაბუნებრივად გამოიყურებიან
- სთხოვეთ ფოტოგრაფს გადაიღოს საქორწინო ცერემონიისა და ბანკეტის ჩატარების ადგილი. შენობის მოსართავად და მაგიდის სერვირებისთვის ბევრი ძალა იხარჯება, ამიტომ სასიამოვნოა მათი დამახსოვრება
- დადგმული სცენარები გადაიღეთ ლამაზ ადგილებში, სადაც მიმზიდველი გარემო ხელს შეგიწყობთ
- ქორწილის სცენარი მიეცით ფოტოგრაფს. მას ზუსტად ეცოდინება თანმიმდევრობა, თუ როდის იქნება საქორწინო ცეკვა, კონკურსები, არტისტების გამოსვლა; ის შეძლებს მოამზადოს სხვადასხვა განათება, გამოცვლის ობიექტივებს და არ გამორჩება მნიშვნელოვანი დეტალები.✥იხილეთ აგრეთვე :