ქორწილი ბუნებაში . თუ გადაწყვიტეთ დღესასწაულის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
- შეუთანხმდით ქეითერინგულ კომპანიას, რომელიც პროფესიონალურ დონეზე შეასრულებს სამუშაოს, განსაზღვრავს ყველა წვრილმანს: დეკორიდან ერთჯერად ჭურჭლამდე
- ამინდის ცვლილებამ შეიძლება გააფუჭოს ღონისძიება, ამიტომ წინასწარ მოამზადეთ დეტალები, მაგ: წვიმისგან და მცხუნვარე მზისგან დამცავი ტენტი; თბილი პლედები სტუმრებისთვის ან გამათბობლები კარვებისთვის; ვენტილატორები სიცხის შემთხვევისთვის
- დაფინეთ სპეციალური იატაკის საფენები, რათა სტუმრებმა მოხერხებულად შეძლონ გადაადგილება, განსაკუთრებით ქალბატონებმა ქუსლიანი ფეხსაცმელებით
- არ დაგავიწყდეთ რეპელენტები, რათა მწერებმა არ შეაწუხონ სტუმრები
- შეარჩიეთ შესაბამისი ტანსაცმელი. მდიდრული სამეჯლისო კაბა – არ არის საუკეთესო ვარიანტი. საშუალო კოქტეილის ჩაცმულობა კი შესანიშნავი არჩევანია!
ქორწილი ბუნებაში აღნიშვნა არასტანდარტულია, ამიტომ მისი ორგანიზება შეიძლება 3 ვარიანტის მიხედვით:
- ქორწილი ბუნებაში კლასიკური ბანკეტის ფორმით – სტუმრები სხედან მაგიდებთან და ართობთ სხვადასხვა არტისტები
- ფურშეტი – სტუმრები თავისუფლად გადაადგილდებიან სივრცეში და მიირთმევენ მაგიდიდან აღებულ კერძებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ლაუნჯ-ზონის მოწყობა, წინააღმდეგ
შემთხვევაში ისინი დაიღლებიან მუდმივად სიარულით
- პიკნიკის სტილის ქორწილი – ახალდაქორწინებულები და სტუმრები ჩამოსხდებიან პლედებზე ან სპეციალურ საჯდომებზე, ურთიერთობენ და მიირთმევენ კერძებს დაწნული კალათებიდან
ბუნებაში ქორწილის აღსანიშნად არსებობს ორი ტიპის ადგილი:
- „ველური“ ლოკაცია – ტყე, მინდორი, მდინარის ნაპირი და სხვა. შეეფერება მცირე რაოდენობის სტუმრების კამერულ ღონისძიებებს, მაგ: საქორწინო პიკნიკს
- აგარაკების და კოტეჟების ახლოს ხელოვნურად შექმნილი მდელოები – შესანიშნავი ვარიანტია, რადგან მაგ: კოტეჯში შეძლებთ მოათავსოთ ქეითერინგული კომპანიის წარმომადგენლები
გასართობი სტუმრებისთვის
გარდა სტანდარტული ნაკრებისა „წამყვანი+ცოცხალი მუსიკა + არტისტები“, მოიფიქრეთ საინტერესო გასართობებიც. კარგი ვარიანტია გასართობი ზონის მოწყობა. საინტერესო იქნება ფოტოზონაც საშუალო ზომის სტენდის ან ლამაზი ავეჯის სახით.
ქორწილის დასასრულს კი აუცილებლად დააგვირგვინეთ ფეიერვერკით!
იხილეთ აგრეთვე :