სასტუმრო ახალ დაქორწინებულთათვის ✥ როგორ შევარჩიოთ

სასტუმრო ახალ დაქორწინებულთათვის – საქართველოსა და უცხოეთში. 

რჩევები ახალდაქორწინებულებისთვის იდეალური ნომრის შესარჩევად

  • აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ სასტუმროებს

კატალოგებში მოძებნეთ ვარიანტები, სადაც იქნება დეტალური ინფორმაცია ნომრების, ღირებულების, მისამართის და კონტაქტების შესახებ. წაიკითხეთ მათ შესახებ მიმოხილვა, ეს შეიძლება იყოს ცნობილი ქსელის ფილიალი ან მინი-სასტუმრო (მათ შორის რა თქმა უნდა არის ღირებულების სხვაობა)

  • სასტუმრო ახალ დაქორწინებულთათვის – „Hotel-menu ახალდაქორწინებულებისთვის“

უპირატესობა მიანიჭეთ იმ სასტუმროებს, სადაც არის სპეციალური „Hotel-menu ახალდაქორწინებულებისთვის“საუბარია სპეციალურ შემოთავაზებებზე – საუზმე საწოლში, სპა-პროგრამების გამოყენება, ჯაკუზი, ვარდის ფურცლებით მოფენილი საწოლი, შამპანური და ხილის კალათა

  • ლამაზი ხედი ფანჯრიდან ან აივნიდან, ტერასა

ლამაზი ხედი უფრო გააღრმავებს რომანტიკას და განთიადის შეხვედრას გახდის დაუვიწყარს

სასტუმრო ახალ დაქორწინებულთათვის

 

  • გააკონტროლეთ სასტუმროს აქსესუარების არსებობა

კარგი სასტუმრო სთავაზობს – სააბაზანოს ხალათებს, ერთჯერად ფოსტლებს და კოსმეტიკას

  • დარწმუნდით ინტერიერის პრეზენტაბელურობაში

სასტუმროს შერჩევის პროცესში პირადად დაათვალიერეთ ნომერი. ერთია რასაც ხედავთ სურათზე, სხვა საკითხია როცა პირადად დარწმუნდებით სასტუმროს ხარისხში

  • აირჩიეთ სპეციალურად ახალდაქორწინებულებისთვის განკუთვნილი ნომერი

ასეთი ნომერი არის ფართო, გაფორმებულია შესაბამისი სტილით, აქვს თანამედროვე ტექნიკა და ხშირად წარმოადგენს სასტუმროს „სახეს“

  • მეტი პრაგმატულობა და პრაქტიკულობა

ადმინისტრაციისგან გაიგეთ ყველა დეტალი რაც გაინტერესებთ

  • განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო – ყოველთვის კარგი არჩევანია

რაც უფრო მეტ სერვისს გთავაზობთ სასტუმრო, მით უკეთესია. ნდობას იწვევს სასტუმროები, რომელთაც აქვთ დიდი და მოვლილი ტერიტორიები, სპა-ცენტრი, კარგი რესტორანი, აუზი და სხვა.

  • კომფორტული ძილი და დასვენება უპირველეს ყოვლისა

დააზუსტეთ ხმის იზოლაციის დონე; ხომ არ ისმის დილით ტრანსპორტის ხმა.

  • იზრუნეთ კვებაზე

ტრადიციული შვედური მაგიდის ტიპის საუზმე განრიგის მიხედვით – ნაკლებად მოსახერხებელია წყვილისთვის; მათთვის მოუხერხებელია დილით ადრე გაღვიძება, რათა მიუსწრონ ყავას. ოპტიმალური ვარიანტია – ნოყიერი გვიანი საუზმე ნომერში და ამის შესახევ სჯობს წინასწარ შეუთანხმდეთ

  • სერვისის დონე უნდა იყოს უმაღლესი

აირჩიეთ სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ მომსახურების მაქსიმალურად ფართო სპექტრს; სადაც მუშაობს თავაზიანი პერსონალი და სადაც თავს იგრძნობთ სასურველ სტუმრად!

 

იხილეთ აგრეთვე :

  1. საიტი „ქორწილი“
  2. Web-ჟურნალი “კვება“
  3. ფურშეტი
  4. ინდექს-პოსტი „ქორწილი“
  5. საქორწინო ფურშეტი
  6. ფურშეტი ხელის მოწერის დროს
  7. ფურშეტი ნიშნობისათვის
  8. ვერცხლის და ოქროს ქორწილები