სასტუმრო ახალ დაქორწინებულთათვის – საქართველოსა და უცხოეთში.
რჩევები ახალდაქორწინებულებისთვის იდეალური ნომრის შესარჩევად
- აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ სასტუმროებს
კატალოგებში მოძებნეთ ვარიანტები, სადაც იქნება დეტალური ინფორმაცია ნომრების, ღირებულების, მისამართის და კონტაქტების შესახებ. წაიკითხეთ მათ შესახებ მიმოხილვა, ეს შეიძლება იყოს ცნობილი ქსელის ფილიალი ან მინი-სასტუმრო (მათ შორის რა თქმა უნდა არის ღირებულების სხვაობა)
- სასტუმრო ახალ დაქორწინებულთათვის – „Hotel-menu ახალდაქორწინებულებისთვის“
უპირატესობა მიანიჭეთ იმ სასტუმროებს, სადაც არის სპეციალური „Hotel-menu ახალდაქორწინებულებისთვის“საუბარია სპეციალურ შემოთავაზებებზე – საუზმე საწოლში, სპა-პროგრამების გამოყენება, ჯაკუზი, ვარდის ფურცლებით მოფენილი საწოლი, შამპანური და ხილის კალათა
- ლამაზი ხედი ფანჯრიდან ან აივნიდან, ტერასა
ლამაზი ხედი უფრო გააღრმავებს რომანტიკას და განთიადის შეხვედრას გახდის დაუვიწყარს
- გააკონტროლეთ სასტუმროს აქსესუარების არსებობა
კარგი სასტუმრო სთავაზობს – სააბაზანოს ხალათებს, ერთჯერად ფოსტლებს და კოსმეტიკას
- დარწმუნდით ინტერიერის პრეზენტაბელურობაში
სასტუმროს შერჩევის პროცესში პირადად დაათვალიერეთ ნომერი. ერთია რასაც ხედავთ სურათზე, სხვა საკითხია როცა პირადად დარწმუნდებით სასტუმროს ხარისხში
- აირჩიეთ სპეციალურად ახალდაქორწინებულებისთვის განკუთვნილი ნომერი
ასეთი ნომერი არის ფართო, გაფორმებულია შესაბამისი სტილით, აქვს თანამედროვე ტექნიკა და ხშირად წარმოადგენს სასტუმროს „სახეს“
- მეტი პრაგმატულობა და პრაქტიკულობა
ადმინისტრაციისგან გაიგეთ ყველა დეტალი რაც გაინტერესებთ
- განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო – ყოველთვის კარგი არჩევანია
რაც უფრო მეტ სერვისს გთავაზობთ სასტუმრო, მით უკეთესია. ნდობას იწვევს სასტუმროები, რომელთაც აქვთ დიდი და მოვლილი ტერიტორიები, სპა-ცენტრი, კარგი რესტორანი, აუზი და სხვა.
- კომფორტული ძილი და დასვენება უპირველეს ყოვლისა
დააზუსტეთ ხმის იზოლაციის დონე; ხომ არ ისმის დილით ტრანსპორტის ხმა.
- იზრუნეთ კვებაზე
ტრადიციული შვედური მაგიდის ტიპის საუზმე განრიგის მიხედვით – ნაკლებად მოსახერხებელია წყვილისთვის; მათთვის მოუხერხებელია დილით ადრე გაღვიძება, რათა მიუსწრონ ყავას. ოპტიმალური ვარიანტია – ნოყიერი გვიანი საუზმე ნომერში და ამის შესახევ სჯობს წინასწარ შეუთანხმდეთ
- სერვისის დონე უნდა იყოს უმაღლესი
აირჩიეთ სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ მომსახურების მაქსიმალურად ფართო სპექტრს; სადაც მუშაობს თავაზიანი პერსონალი და სადაც თავს იგრძნობთ სასურველ სტუმრად!
იხილეთ აგრეთვე :