საქორწინო მოგზაურობა ✥ დაგეგმეთ დროულად და სწორად

საქორწინო მოგზაურობა -ს , როგორც წესი, ტურისტული ფირმები ემსახურებიან . სასურველია გაეცნოთ ექსპერტთა მოსაზრებებს, მათთან ურთიერთობის შესახებ.
საქორწინო მოგზაურობა -თა შესახებ, ექსპერტთა რჩევები ქვემოთაა მოცემული.

ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები – რით განსხვავდებიან ?

საქორწინო მოგზაურობატუროპერატორები – არის მსხვილი ორგანიზაციები, რომლებიც აყალიბებენ ტურს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი ეძებენ სასტუმროებს. ადგენენ საინტერესო მარშრუტებს ქვეყნებში, ქალაქებსა და მუზეუმებში . აწარმოებენ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან ან ავტობუსების მფლობელებთან . ქირაობენ გიდებს ტურისტების ჩასვლის ადგილებში . აგვარებენ დაზღვევისა და ბილეთების საკითხებს . ტუროპერატორის მუშაობის შედეგია – კონკრეტული, მზა ტური, მოგზაურობა, რომელიც ბაზარზე ხვდება მზა პროდუქტის სახით .

ტურისტული სააგენტოები – არის ორგანიზაციები, რომლებიც ყიდულობენ ტუროპერატორებისგან მზა ტურს. ტურს  შემდეგ მათგან ყიდულობენ ტურისტები.
რაც უფრო მეტი ტუროპერატორი თანამშრომლობს სააგენტოსთან – მით უკეთესია.
ეს ხელს უწყობს ფასების ფორმირების მოქნილობას ტურის საბოლოო მყიდველისთვის.  ე . ი ნიშნავს შემოთავაზებების დიდ „ასორტიმენტს“ .
ასევე –  მოგზაურობის პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას ფორს-მაჟორული მდგომარეობების დროს.

რეპუტაცია მნიშვნელოვანია

საქორწინო მოგზაურობა დაუვიწყარი უნდა იყოს . ტური გამოცდილი, სანდო ტურისტული სააგენტოსაგან უნდა შეიძინოთ.

დღეისათვის ძალიან მარტივია გაიგო რომელიმე ფირმის ტურის ხარისხი.

ამისათვის არსებობს სოციალური ქსელები და ინტერნეტ-ფორუმები, კოლეგები, მეგობრები და ნაცნობები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ამ სააგენტოს სერვისით .

ჩვეულებრივ, ტურისტული ფირმები ფაქიზად ეპყრობიან თავიანთ რეპუტაციას და მტკივნეულად რეაგირებენ კრიტიკაზე .

ყოველთვის იქნებიან მოგზაურობით უკმაყოფილოები – ყველას ხომ ვერ ასიამოვნებ, მაგრამ მათი რაოდენობა უნდა იყოს კრიტიკულად ცოტა .

ყურადღებით გაეცანით როგორც დადებით, ასევე უარყოფით შეფასებებს!

მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია – მუშაობის დრო ბაზარზე . თუ სააგენტო ბაზარზე მუშაობს 10 წელია – ეს ნიშნავს, რომ საქმეს კარგად უძღვებიან . ტურისტული მომსახურების ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია, ამიტომ ფირმას რომ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონოდა საქმისადმი, მის სახელს დიდი ხნის წინ დაივიწყებდნენ .

რა თქმა უნდა, თქვენ უკვე გესმით, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე მდიდრული ოფისი – სრულიად არ არის მაღალი პროფესიონალიზმის მაჩვენებელი! ბევრი ადგილობრივი ტურისტული სააგენტო სულაც არ ცდილობს მომხმარებელს თვალებში ნაცარი შეაყაროს და ამავდროულად სთავაზობს ძალიან ხარისხიან სერვისს .

პირადი შთაბეჭდილებები

პირადი ვიზიტი და პირველი ნაცნობობა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, ღირს თუ არა ამ სააგენტოში ტურის შეძენა.

მენეჯერ-კონსულტანტები აუცილებლად უნდა იყვნენ კომპეტენტურები, წვრილმანებშიც კი.

კარგი ფირმები სპეციალურად აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ყველა მარშრუტით, რათა ნახონ და გაეცნონ მოგზაურობის მნიშვნელოვან დეტალებს.

საბოლოოდ, მენეჯერი გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და არ გიყვებათ ლამაზი ბუკლეტის შინაარსს ზეპირად . დაუსვით ნებისმიერი, ყველაზე სულელური შეკითხვებიც კი – არ მოგერიდოთ! კარგ ტურისტულ სააგენტოში ყოველთვის მიიღებთ ჭკვიანურ და თავაზიან პასუხს როგორც დასვენების, ასევე ბევრი იურიდიული და ფინანსური საკითხის შესახებ .

რა თქმა უნდა, კეთილგანწყობილი ურთიერთობა და მომხმარებლებისადმი ყურადღება მნიშვნელოვან როლს ასრულებს . პროფესიონალი კონსულტანტი მუშაობს როგორც თქვენი დამხმარე და კარგი მრჩეველი ტურის დაგეგმვის დროს და არა როგორც მაღაზიის გამყიდველი .

საქორწინო მოგზაურობა – თა ფასები

დაუშვათ ოცნებობთ მალდივის კუნძულებზე მოგზაურობაზე? თქვენ დახარჯავთ დროს, რათა შეაგროვოთ ინფორმაცია ინტერნეტში, უნდა განიხილოთ თითქმის ერთნაირი პირობების მქონე (საცხოვრებელი, კვება, გასართობი პროგრამა) ათობით შემოთავაზება ათობით ფირმისგან . აქვე შეამჩნევთ, რომ შემოთავაზებული ტურების უმრავლესობის ღირებულება მსგავსია . როგორ მოვიქცეთ შემდეგ?

ყურადღება არ მიაქციოთ ძალიან მაღალ ან საეჭვოდ დაბალ ფასებს, რომლებიც საშუალო ღირებულებისგან განსხვავდება 20-30%-ით . ბაზარზე სასწაულები არ ხდება . ჩვეულებრივ იაფი ტურების უკან იმალება არაკეთილსინდისიერი კომპანიები: გჭირდებათ კი უსიამოვნებები და სიურპრიზები დასვენების დროს?

ძალიან მაღალი ფასი – არის ძლიერი სურვილის შედეგი, რომ შემთხვევით მყიდველს მიყიდონ ტური, რომელიც ყურადღებით არ ექცევა ფულს . ასევე საეჭვოა წარმოუდგენელი ფასდაკლების შემოთავაზებებიც .

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

  • საქორწინო მოგზაურობა უნდა დაიგეგმოს ადრე . ნუ გადადებთ იმის მოლოდინში, რომ ხელს გამოკრავთ „ცხელ ტურს“ გაფრენამდე ერთი დღით ადრე . ხშირად ასეთი მოგზაურობები ლატარეას ჰგავს . კარგი იქნება თუ ადრე გადაწყვეტთ ქვეყანას, დასვენების ხანგრძლივობას და ტიპს (საექსკურსიო, სანაპიროს, კომბინირებული, პილიგრიმული, გასვლითი დღე, სამკურნალო და ა . შ) – ამ შემთხვევაში თქვენი ძიება იქნება მიზანმიმართული და თავიდან აიცილებთ ზედმეტ ნერვულ დაძაბულობას . იდეალურია, თუ ზაფხულის დასვენებას დაგეგმავთ ზამთარში და პირიქით: ტური ადრე დაჯავშნა შეიძლება იყოს ძალიან ხელსაყრელი.
  • გააკეთეთ ბევრი ზარი, დაათვალიერეთ ადგილობრივი ტურისტული ფირმების საიტები, შეადარეთ ფასები, მომსახურების პაკეტები, შეარჩიეთ 3-4 ორგანიზაცია და პირადად გაიცანით ისინი, მიდით ოფისში.

შეაფასეთ ურთიერთობის სტილი, გაიგეთ მომავალი ვოიაჟის წვრილმანები

  • გაცნობამ უნდა მოგიტანოთ სარგებელი: დაუტოვეთ თქვენი კოორდინატები, სთხოვეთ შეგატყობინონ მომავალი აქციების და ფასდაკლებების, საინტერესო სიახლეების, ტურებში ცვლილებების შესახებ
  • როდესაც გააკეთებთ არჩევანს, არ დაგეზაროთ შესყიდვის ან დაჯავშნის ხელშეკრულების წაკითხვა ვიდრე ხელს მოაწერთ .

ტურისტული ფირმის ოფისში წაკითხვა უხერხულია იქნება თქვენთვის, ამიტომ ფურცლები სახლში წაიღეთ და ოფისში დააბრუნეთ მეორე დღეს

  • ტურის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღეთ მისი ყველა დადებითი მხარის გათვალისწინებით, ასევე მოუსმინეთ ახლობლებს და ნუ იჩქარებთ დაბალი ფასის გამო!

იხილეთ აგრეთვე :

  1. საიტი „ქორწილი“
  2. Web-ჟურნალი “კვება“
  3. ფურშეტი
  4. ინდექს-პოსტი „ქორწილი“
  5. საქორწინო ფურშეტი
  6. ფურშეტი ხელის მოწერის დროს
  7. ფურშეტი ნიშნობისათვის
  8. ვერცხლის და ოქროს ქორწილები
Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...