რესტორნის დაჯავშნის დრო ❤ როდის დავიწყოთ რესტორნის ძებნა ?

რესტორნის დაჯავშნის დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია . რესტორნის შერჩევა უნდა დაიწყოთ ქორწილის ორგანიზების პირველ ეტაპზე, მაშინვე როდესაც წყვილი გადაწყვეტს ღონისძიებისრესტორნის დაჯავშნის დრო თარიღს. კარგი რესტორნის დაჯავშნას სჭირდება საკმაო დრო. ზამთრის ქორწილისთვის რესტორნის შეკვეთა შეგიძლიათ 2-3 თვით ადრე, ხოლო თუ თარიღი საქორწინო სეზონს ემთხვევა (აპრილი-ოქტომბერი) – ოპტიმალური ვადა არის 4-6 თვე.

რესტორანი დახურულ შენობაში – მოსახერხებელია ნებისმიერი კონცეფციის ქორწილისთვის. შესაძლებელია ამ ტიპის ნებისმიერი რესტორნის დეკორირება სურვილისამებრ (გემოვნების, ფერისა და თემატიკის მიხედვით). ამინდის ცვლილება ხელს არ შეუშლის ღონისძიებას.

რესტორანი ღია ცის ქვეშრესტორანი ღია ცის ქვეშ – მოსახერხებელია წელიწადის თბილ დროს. რესტორნის ეს ტიპი კარგად შეესაბამება “Rustic” სტილის ან ეკო-ქორწილებს. მისი უპირატესობებია: სუფთა ჰაერი, ლამაზი ხედი, დიდი სივრცე. თუმცა, აუცილებლად უნდა შეიმუშავოთ ამინდის გაუარესების შემთხვევაში მოქცევის გეგმა.

 

რესტორანი წყალსაცავთან ახლოს – მოსახერხებელია მხოლოდ ზაფხულის თბილი დღეების დროს, მაგრამ ცუდი ამინდის შემთხვევაში მოქცევის ვარიანტი აუცილებლად მზად უნდა გქონდეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ წყალსაცავებთან ახლოს შეიძლება იყოს ძლიერი ქარი, რომელმაც ხელი არ უნდა შეგიშალოთ.რესტორანი წყლის პირას

 

რესტორნის მენიუ – ბევრი სტუმრისა მრავალფეროვანი გემოვნების შემთხვევაში, უნდა შეადგინოთ შედარებით ნეიტრალური მენიუ, რათა ყველა იყოს კმაყოფილი. იდეალურია, თუ წინასწარ დააგემოვნებთ რამოდენიმე კერძს და შეაფასებთ.

 

რესტორნის ინტერიერის შესაბამისობა ქორწილის კონცეფციასთან – ადრევე უნდა დააზუსტოთ რამოდენიმე საკითხი ადმინისტრატორთან, მაგ: ხელსახოცის, სუფრის და სკამების შალითების ფერები. თუ არ მოგწონთ, სთხოვეთ შეცვალოს.

რესტორნის ინტერიერიდამატებითი რეკომენდაციები:

  • ადმინისტრატორს ჰკითხეთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ. თქვენ შემკვეთი ხართ და ამის უფლება გაქვთ
  • ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ გპასუხობთ ადმინისტრატორი შეკითხვებზე. პროფესიონალი პასუხობს მკაფიოდ და საქმიანად. თუ პასუხები ზედაპირულია – დაფიქრდით!
  • აუცილებლად დააზუსტეთ შენობის ფართობი. ერთ ადამიანზე იანგარიშეთ 2კვ.მ
  • რესტორანმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს კონტრაქტი . მასში მითიტებული იქნება რესტორნის დაჯავშნის დრორესტორნის დაჯავშნის დროიხილეთ აგრეთვე :

 

    1. საიტი „ქორწილი“
    2. Web-ჟურნალი “კვება“
    3. ფურშეტი
    4. ინდექს-პოსტი „ქორწილი“
    5. საქორწინო ფურშეტი
    6. ფურშეტი ხელის მოწერის დროს
    7. ფურშეტი ნიშნობისათვის
    8. ვერცხლის და ოქროს ქორწილები