ალკოჰოლი ქორწილისათვის ✥ შერჩევა და რაოდენობის დაანგარიშება

ალკოჰოლი ქორწილისათვის რამდენიმე სახისაა

  • არაყი – ყურადღება მიაქციეთ გემოს : მოტკბო გემო მიუთითებს მის დაბალ ხარისხზექორწილზე ალკოჰოლის რაოდენობის დაანგარიშება
  • ღვინო – წარმოებისა და ჩამოსხმის ადგილი უნდა იყოს ერთი და იგივე. თუ ღვინოს წარმოება მოხდა ერთ ქალაქში, ხოლო ჩამოასხეს მეორეში – ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ფხვნილის ღვინოა
  • კონიაკი – ჩაასხით სასმელი ბოკალში, გარეთა კედელზე დატოვეთ თითის ანაბეჭდი და შეხედეთ ბოკალის მეორე მხრიდან: თუ დაინახავთ ანაბეჭდს, ღირს შეძენა, ის არაჩვეულებრივი ხარისხისაა
  • ვისკი – ჩაასხით სასმელი ჭიქაში, შეისუნთქეთ არომატი, გადმოასხით და აცადეთ ჭიქას გაშრეს. კვლავ შეაფასეთ არომატი, თუ ორივე სურნელი ერთნაირია – სასმელი კარგია
  • შამპანური – ხარისხის მაჩვენებლებია: კორპის საცობი, ნალექის არარსებობა ფსკერზე, ხანგრძლივი „ბუშტუკები“ ბოკალში.

ალკოჰოლი ქორწილისათვის  ასე დაიანგარიშება

  • სტუმრების რაოდენობა და შემადგენლობა – უნდა იცოდეთ ქალებისა და კაცების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების თანაფარდობა
  • ქორწილის გამართვის სეზონი – ზაფხულში უნდა შეამციროთ მაგარი სასმელების მოცულობა და გამოიტანეთ ცივი. ცხელ ამინდში კარგი ვარიანტია პუნში, მსუბუქი კოქტეილები ვერმუტით, ლუდი
  • ბანკეტის ჩატარების ადგილი – გახსოვდეთ! ღია სივრცეში, სუფთა ჰაერზე უფრო მეტი ალკოჰოლი შეიწოვება, ვიდრე დახურულ რესტორანში
  • ბანკეტის ხანგრძლივობა – ორგანიზატორთან ერთად დაიანგარიშეთ სადღეგრძელოების რაოდენობა 6-7სთ-ის განმავლობაში და ეცადეთ სტუმრები მეტად გაართოთ.

იხილეთ აგრეთვე :ქორწილისათვის ალკოჰოლის შერჩევა

  1. საიტი „ქორწილი“
  2. Web-ჟურნალი “კვება“
  3. ფურშეტი
  4. ინდექს-პოსტი „ქორწილი“
  5. საქორწინო ფურშეტი
  6. ფურშეტი ხელის მოწერის დროს
  7. ფურშეტი ნიშნობისათვის
  8. ვერცხლის და ოქროს ქორწილები
Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...